ბეჟან გუნავა "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის ცემის გამო ბოდიშს იხდის

 ბეჟან გუნავა "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის ცემის გამო ბოდიშს იხდის

"თავისუფალი საქართველოს" წევრი ბეჟან გუნავა მათ მიერ ორგანიზებულ აქციაზე "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის, ირაკლი გედენიძის ცემის გამო ბოდიშს იხდის.

"მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიშს ვუხდი არა მარტო "ინტერპრესნიუსს", არამედ საზოგადოებას", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ბეჟან გუნავამ. მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ იყო ფოტოკორესპონდენტის ცემის მონაწილე. "თუმცა, თუ გაირკვა, რომ ის პარტიის აქტივისტია, პარტია მიღებული ზარალის გამო პასუხისმგებლობას აიღებს", - აღნიშნა გუნავამ.

არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის "შემოულაწუნე" კიდევ ერთ-ერთი მონაწილე, პარტია "რეფორმატორების" ლიდერის, ირაკლი ღლონტის თქმით კი, ის მომხდარი ინციდენტის საქმის კურსშია, თუმცა დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს. იგი მიმართავს შსს-ს, გაარკვიონ მომხდარი ხომ არ არის სპეცსამსახურების მიერ პროვოცირებული ქმედება და დამნაშავე დაისაჯოს.

"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის, ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. გედენიძე, რომელსაც აქციის "შემოულაწუნე" მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუმტვრიეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. ექიმებმა მას პირველი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და შესაბამისი გამოკვლევების ჩასატარებლად საჭიროდ ჩათვალეს მისი კლინიკაში გადაყვანა.

ირაკლი გედენიძე ვარდების მოედანზე აქციას აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის პროვოკაციაში დაადანაშაულა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.

აქციის ორგანიზატორია სამი პოლიტიკური ძალა: "რეფორმატორები", "თავისუფალი საქართველო" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა". მათ აღნიშნული აქცია სახელწოდებით – "შემოულაწუნე" რამდენიმე ხნის წინ დააანონსეს. მათი თქმით, ისინი ლარის გაუფასურებასა და ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებენ. დღეს ისინი "ვარდების" მოედანზე შეიკრიბნენ და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობას გამართეს.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე# ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია