"ამისათვის ცხვირმოუხოცავი მედროშეები დაისჯებიან" - ირაკლი გედენიძის მეუღლემ "ფეისბუქზე" წერილი გამოაქვეყნა

"ამისათვის ცხვირმოუხოცავი მედროშეები დაისჯებიან" - ირაკლი გედენიძის მეუღლემ "ფეისბუქზე" წერილი გამოაქვეყნა

ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძის მეუღლე, ნათია გედენიძე, "ფეისბუქზე" მადლობის წერილს აქვეყნებს:

"დავიწყო დამათენდა...

ბედნიერი ვარ რომ ირაკლი ჯანმრთელადაა, ისევ გააგრძელებს (აპარატი რომ ექნება) ფოტოკორესპონდენტობას და ამისათვის ცხვირმოუხოცავი მედროშეები დაისჯებიან და მედია აუცილებლად ერთიანი იქნება თავისი უფლებების დასაცავად.

ირაკლის და ჩემი სახელით უდიდესი მადლობა მინდა მოგიხადოთ უკლებლივ ყველას, მედიას, მეგობრებს, შსს, სასწრაფოს, და მათ ვინც მცირე დრო დახარჯეთ, რომ ჩვენთვის თანადგომა გამოგეხატათ.

კიდევ ერთხელ (ვაი რომ კიდევ) დავრწმუნდით მე და ირაკლი, რომ ძალიან მდიდრები ვყოფილვართ", - წერს ნათია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია