ტელეკომპანია "მაესტრო" "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპოდენტის, ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია "მაესტრო" "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპოდენტის, ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია "მაესტრო" "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპოდენტის, ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტს გმობს და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ტელეკომპანია აქცია "შემოულაწუნეს" ორგანიზატორებს მიმართავს და აცხადებს, რომ მომხდარი ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეში ჩარევაა.

"მაესტრო" მიიჩნევს, რომ მომხდარი არის ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეში ჩარევა, რომლის მსხვერპლიც შესაძლოა, გახდეს თითოეული და ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. ამიტომ, ტელეკომპანია "მაესტრო" არ დაუთმობს ეთერს აქციის ორგანიზატორ პოლიტიკურ ძალებს და უარს ამბობს გააშუქოს მათი აქტივობა, ვიდრე: 1. აქციის ორგანიზატორი პოლიტიკური ძალების ლიდერები საჯაროდ არ აიღებენ პასუხისმგებლობას მომხდარ ინციდენტზე. 2. აქციის ოგანიზატორი პოლიტიკური ძალების ლიდერები საჯაროდ არ მოიხდიან ბოდიშს მომხდარის გამო. 3. ვიდრე, ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეს არ აუნაზღაურებენ მატერიალურ ზარალს. 4. ვიდრე, ინციდენტში მონაწილე პირები არ დაისჯებიან კანონის შესაბამისად. "მაესტრო" აფიქსირებს რომ იგივე პოზიციას დაიკავებს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის თუ ძალის მიმართ, თუ ადგილი ექნება ანალოგიურ ინციდენტებს. ვარდების მოედანზე აქცია "შემოულაწუნეს" მსვლელობისას, მონაწილეების მხრიდან მოხდა ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეზე თავდასხმა. ფოტორეპორტიორმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები და დაზიანდა მისი კუთვნილი ტექნიკა", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტიორი, ირაკლი გედენიძე "ვარდების მოედანზე" აქციას აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს კიდევ ერთი პირი, რომელიც ირკალი გედენიძეს ზემოაღნიშნული აქციის მონაწილისგან თავის დაღწევის საშუალებას არ აძლევს.

აქციის ორგანიზატორი იყო სამი პოლიტიკური ძალა: "რეფორმატორები", "თავისუფალი საქართველო" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა". ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით შსს-მ ერთი ადამიანია დააკავა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია