"არ შეგრჩება ამ ბავშვის გაუბედურება" - ირაკლი გედენიძეს დაკავებულის დედა მუქარის წერილს წერს

"არ შეგრჩება ამ ბავშვის გაუბედურება" - ირაკლი გედენიძეს დაკავებულის დედა მუქარის წერილს წერს

ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს თუ როგორ ემუქრება მას დაკავებული ივანე ბეგიაშვილის დედა. აღსანიშნავია, რომ 1994 წელს დაბადებული ივანე ბეგიაშვილი ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.

"მეგობრებო, არ ვიცი რა ვთქვა, ჯერ კიდევ დღეს დილით 6 საათზე სახლში პოლიციიდან მიმავალს სხვა აზრი მქონდა გადაწყვეტილების გამოსატანად, ეხლა კი ჩემს გვერდზე ეს შეტყობინება დამხვდა აბა რაღა უნდა გადავწყვიტო ამ ტექსტის შემდეგ? ერთს კი გამომგზავნისთვის დავამატებ, მესმის დედა ხართ, გამწარებული, აღელვებული მაგრამ იქით სხვის განსჯას და საკითხის ასეთი ფორმით გადაწყვეტას ნამდვილად არ გირჩევდით...", - წერს ფოტორეპორტიორი და აქვეყნებს წერილს, რომელიც მან ივანე ბეგიაშვილის დედისგან Facebook-ზე მიიღო.

"ირაკლი გედენიძე,  შენ ხარ არაადამინი, სუფთა პროვოკატორი წამოიკიდე 20 წლის ბიჭი პროვოკაციაზე და ხარ ახლა კმაყოფილი, არ შეგრჩება ამ ბავშვის გაუბედურება, რომ გამოჭიმეთ ტელევიზიით კარგი კრიმინალივით, ის არც პარტიის წევრია და საერთოდ პოლიტიკა არც აინტერესებდა და არც აინტერესებს, შემთხვევით მოხვდა იმ ადგილზე შენ კი მისი უფლება დაარღვიე იმით, რომ გითხრა ნუ მიღებო და მაინც არ მოეშვი გამოიყვანე მდგომარეობიდან ხომ ხედავდი მთლად ახალგაზრდა იყო და გამოუცდელი, 20 წლისაა და მისი ჩხუბი დიდი ხანია არ გამიგია და არ შევსწრებივარ სადაც გინდათ იქ გაიკითხეთ, მაგრამ თვენ ხომ პროვოკატორები ხართ შენი თამადობით აგყვნენ ეს ვაი ჟურნალისტები და დაუდეთ პოლიტიკური სარჩული, ამ დროს არანაირი პოლიტიკა აქ არაფერ შუაში არ არის ეს შენც კარგად იცი. 20 წლის ასაკში შენ არ გიჩხუბია? ან ეხლა შეგებრუნებინა ხელი თუ გაწყობდა რაც მეტს დაგაზიანებდნენ მით უფრო კარგად გამოიყენებდი.... ამხელა კაცს შეგრცხვეს ფუუუი" - ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, რომ "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე აქციის მონაწილემ გუშინ სცემა. გედენიძე "ვარდების მოედანზე" აქციას, სახელწოდებით, "შემოულაწუნე" აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის "პროვოკაციაში დაადანაშაულა", ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.

იხილეთ ვიდეო: იძულებული გავხდი გამესაჯაროვებინა იმ ბიჭის მშობლების მიერ ჩემს მიმართ განხორციელებული მუქარები - ირაკლი გედენიძე

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ცხედარს მოვუარე ქართული წესით, არ დაუწვავთ" - რას ჰყვება იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, რომელმაც 3 დღე მიცვალებულთან გაატარა

გურმანების ახალი ჰიტი - ნუცა სურგულაძის საოცარი პასკები შოკოლადის განაშით