"საშინელი, სამარცხვინო ფაქტია!" - ცნობილების რეაქცია კადრებზე, რომელშიც მამა-შვილი ფოტორეპორტიორზე ფიზიკურად ძალადობს

"საშინელი, სამარცხვინო ფაქტია!" - ცნობილების რეაქცია კადრებზე, რომელშიც მამა-შვილი ფოტორეპორტიორზე ფიზიკურად ძალადობს

საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს ფოტორეპორტიორს ირაკლი გედენიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ფოტოაპარატი დაუმტვრიეს. ირაკლი გედენიძე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დაიჭირა და მეორემ სცემა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და თავდამსხმელი დაკავებულია. აქციაზე მომხდარი ფაქტის მორალური შეფასება საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს ვთხოვეთ.

ლალი მოროშკინა:

ჩემი შეფასებით, ეს იყო ზონდერების შესრულებული სამუშაო. ეს არ არის უბრალოდ ბიჭებს შორის ჩხუბი. კარგად ვიცი ის მეთოდები, რომლითაც ხელმძღვანელობენ ზონდერები ჩხუბის დროს, არაერთხელ დავაანონსე, რომ ზონდერ-ჯგუფები ახალი დარტყმებისთვის ემზადებიან. პროფესიონალურად სცემეს ირაკლი. თითქოს სცემდა ყმაწვილი, მხოლოდ ის არ არის დამნაშავე, ეს მოწამლული, გაწვრთნილი ახალგაზრდობაა, რომლებმაც გედენიძისნაირ წესიერ ადამიანებს უნდა გაუმწარონ ცხოვრება, რადგან სწორედ ირაკლი გედენიძე იყო, ვინც 26 მაისის ფოტოები გამოფინა. ვინც ამ ყმაწყვილის უკან დგას, ის უნდა დაისაჯოს. ეს არის ის ზონდერ-ჯგუფები, რომელზეც ამდენს ვლაპარაკობ. პატარა მონაკვეთშიც ჩანს, რომ ირაკლის აკავებენ და ისე სცემენ. ირაკლი თავადაც კარგად არის მომზადებული ფიზიკურად. გულის მიმცემი, მართლა ბიომასები ვინც არიან, ისინი უნდა დაისაჯონ. 21 წლის ჯერ კიდევ ბავშვია, მაგრამ სამწუხაროდ, ბოროტი ძალის სამსახურში დგას. ჩემთვის ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება. ირაკლი იყო ის ადამიანი, ვინც სისხლიანი რეჟიმის წლებში ძალიან დაისაჯა. როგორც ჩანს, ამ პოლიტიკურ ძალებში იყვნენ ის ადამიანები, ვინც ღიად უჭერდა მხარს "ნაც-რეჟიმს" და მათთვის ირაკლი გედენიძე მიუღებელი ფიგურაა.

გიორგი ზერეკიძე:

ეს ფაქტი დასაგმობია, იმ ადამიანების ქმედება, რომლებიც თითქოს მშვიდობიან აქციას მართავდნენ და შემდეგ ჟურნალისტზე იძალადეს, არ ჯდება არც ადამიანურ და არც სამართლებრივ სტანდარტებში. როგორც ყოფილი პოლიტ-პატიმარი, სოლიდარობას ვუცხადებ ირაკლი გედენიძეს. ვთხოვ შსს-ს, დაისაჯონ მოძალადეები, დროულად იქნას საქმე გამოძიებული. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია ამ საქმის მიმართ. როცა ჟურნალისტი აქციის გასაშუქებლად არის მისული და მას სცემენ, გვახსენდება 9 წლიანი რეჟიმი, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებდა. აღარ გვინდა იმ წლებში დაბრუნება. ჩვენ გვინდა ქვეყანა დადგეს იმ რელსებზე, რასაც ჰქვია დემოკრატიული განვითარება და ფასეულობები.

ირაკლი კორძაია:

ბოდიში აქვთ მოსახდელი ორგანიზატორებს, უნდა დაისაჯონ მოძალადეები. ისიც დასაკავებელია, ვინც ირაკლის ურტყამს და მეორე მამაკაციც, რომელსაც დაჭერილი ჰყავს ირაკლი გედენიძე. თუ აქციის ორგანიზატორები და ლიდერები სათითაოდ არ მოიხდიან ბოდიშს მომხდარის გამო, მე პირადად ჩემს ეთერს არასდროს არ დავუთმობ!

ლევან გოგიჩაიშვილი:

ეს ცუდი ფაქტია, ასე მოქცევა არ შეიძლება. ეს არის ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა და ძალადობრივი ფაქტი. დროული იყო შსს-ს რეაგირება. როცა აქციის მონაწილე ხარ და არის მაღალი ალბათობა, დაგაფიქსიროს ფოტორეპორტიორმა, ასეთი ვანდალური რეაქცია არ უნდა გქონდეს. ამაზე რეაგირება მხოლოდ სამართალდამცავებმა არ უნდა მოახდინონ. ყველა იმ ადამიანს უნდა ჰქონდეს რეაგირება ამ ფაქტზე, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ მის აზრს საზოგადოება პატივს სცემს. ვფიქრობ, იმ პოლიტიკურმა გუნდმა უნდა გასცეს პასუხი, რა მოხდა და ვინ იყო, იმიტომ რომ ვიდეოში ჩანან პოლიტიკური ლიდერები და ადამიანები, ვინც ასოცირებულია ამა თუ იმ აქციასთან. ჩვენ იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ ჟურნალისტებს თავში ურტყან, გადმოხტნენ, გააკავონ და ცინიკური დამოკიდებულება ჰქონდეთ. ეს დრო დამთავრდა. გაანებეთ ამ ირაკლის თავი, საჯილდაო ქვა ხომ არ არის ეს ადამიანი, ხან ღალატის გამო იჭერენ, ხან ვიღაცები თავში ურტყამენ, ყველაფერს საზღვარი აქვს. ნორმალური ადამიანია, რომელსაც აქვს თავისი სამსახური და თავის საქმეს პროფესიონალურად აკეთებს. გადაუარეს ამ ადამიანს და ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი. საშინელი, სამარცხვინო ფაქტია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია