საქართველოში ამაღამ ყინვაა მოსალოდნელი - ამინდის ვრცელი პროგნოზი

საქართველოში ამაღამ ყინვაა მოსალოდნელი - ამინდის ვრცელი პროგნოზი

საქართველოში ამაღამ ყინვაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, დღეს ღამით, დასავლეთ საქართველოში -2, აღმოსავლეთ საქართველოში კი -5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. დედაქალაქში სინოპტიკოსები ამაღამ -1 გრადუს ტემპერატურას პროგნოზირებენ.

რაც შეეხება უახლოესი დღეების პროგნოზს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, ქარი ჩადგება და ხვალიდან ამინდი გაუმჯობესდება, ზოგან შენარჩუნდება მცირე ნალექი.

7 მარტს ტემპერატურა დასავალეთ საქართველოში 23 გრადუსამდე, აღმოსავლეთში კი 17 გრადუსამდე მოიმატებს.

8 მარტს დასავლეთში მცირე წვიმა, აღმოსავლეთში კი უნალექო ამინდია ნავარაუდევი.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია