როგორ დაარტყა ცნობილი ადამიანების ჯიბეს გაძვირებულმა ფასებმა

როგორ დაარტყა ცნობილი ადამიანების ჯიბეს გაძვირებულმა ფასებმა

"პური 10 თეთრით გაძვირდა, ქალბატონო" - აუხსნა კონსულტანტმა გოგონამ ჩემს გვერდით მდგომ სათვალიან მოხუცს, რომელიც აკანკალებული ხელით ხურდას ითვლიდა... "მოუსწრიათ!" - ჩაილაპარაკა თავისთვის და ერთი პური უკან დააბრუნა...

გაძვირებული სურსათის არასრული ჩამონათვალი ასეთია: - 1 ლ. ზეთი საშუალოდ 2.50-დან 3 ლარამდე გაძვირდა, 1 კგ. შაქარი - 1.4-დან 1.55 ლარამდე, ჩაი "გრინფილდი" - 3-დან 3.7 ლარამდე, ყავა "ჟოკეი" 4.5-დან 5.5 ლარამდე, 1 კგ ვერმიშელი 1, 50 ლარიდან 1, 75-მდე...

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ფასების მატებასა და ინფლაციაზე თებერვლის ოფიციალურ მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, - მიმდინარე წლის იანვართან შედარებით, თებერვალში ჯანდაცვის მიმართულებით ფასები გაიზარდა 0.9%-ით. საქსტატის ინფორმაციით, აღსანიშნავია ფასების მატება სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე 2.4%-ით. ფასები გაიზარდა ასევე ამბოლატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (0.7%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (0.3%).

გაუფასურებული ლარის ფონზე გაძვირებულ ცხოვრება მოსახლეობის თავსატეხად იქცა.

დიმიტრი ტატიშვილი, მსახიობი:

- ჩვენს ოჯახში საჭირო რაღაც-რაღაცეებს მეუღლე ყიდულობს. ამასწინათ მითხრა, ადრე რომ მყოფნიდა, ის თანხა ახლა აღარ მყოფნისო. არსებული რეალობით კმაყოფილი როგორ უნდა ვიყვე. გარშემო ყველაფერი გაძვირდა და ამის ფონზე, ჩემი ხელფასი ნელ-ნელა უფასურდება... ეკონიმიკური განათლება არ მაქვს, ხან საინფორმაციო გამოშვებას მოვუსმენ, ხანაც - ვინმე ჭკვიან ადამიანს და ვატყობ, რომ მთლად სიკეთისკენ არ მივდივართ. თუ რამე სასწრაფო ღონე არ იხმარეს, შესაძლოა, ცუდ შედეგამდე მივიდეთ... ასე რომ, ნამდვილად არ მახარებს ეს ყველაფერი, მით უფრო, რომ სესხიც მაქვს აღებული ბანკიდან დოლარში, როგორც გარშემო ძალიან ბევრს, მეც

გაძვირებული ვალის გადახდა მიწევს, რაც გვარიანად მაზარალებს. ძალიან მინდა მოვესწრო სტაბილურ ქვეყანაში ცხოვრებას.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ