ტაქსით მგზავრობა ძვირდება

ტაქსით მგზავრობა ძვირდება

ავტოგაზის ფასის გაზრდამ და ლარის გაუფასურებამ მძღოლები გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო

ავტოგაზის ფასის მატება და ლარის გაუფასურება ტაქსების მიერ დაწესებულ ტარიფზე აუცილებლად აისახება. ადრე თუ ცენტრალურ უბნებში გადაადგილება 3-4 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ფასმა უახლოეს მომავალში შეიძლება 5 ლარამდე მოიმატოს. ტარიფის ცვლილებაზე საუბრობენ ის კომპანიებიც, რომლებსაც ავტომობილი ბენზინზე ჰყავთ. მათ სესხი დოლარში აქვთ გამოტანილი და ამიტომ იძულებულნი არიან მგზავრობა გააძვირონ.

ზაფხულიდან მოყოლებული, სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება დაახლოებით 55-დან 60 თეთრით შემცირდა. სამაგიეროდ, 5 თეთრით გაძვირდა საავტომობილო გაზი და ბენზინს უკვე დიდად აღარ ჩამორჩება. მაგალითად, "ვისოლში" 1 კბ/მ ავტოგაზი უკვე 1.20 ლარი ღირს. არსებული საფასო ცვლილება აისახა ტაქსების მუშაობაზეც. მათი ინფორმაციით, მომსახურების გაძვირებას მასშტაბური სახე 1 თვეში მიეცემა. ამჟამად ნაწილი ძველი ტარიფის შენარჩუნებას შეძლებისდაგვარად ახერხებს.

"ბოლო დროს საწვავის ფასმა იკლო, გაზი კი, პირიქით, გაძვირდა. ამან გამოიწვია ის, რომ ბენზინის ღირებულება ავტოგაზისას მიუახლოვდა. რა თქმა უნდა, ეს ფასის მომატებას გამოიწვვს. აბა, რა გამოდის, ზარალზე ხომ არ ვიმუშავებთ, რაღაც ხომ უნდა დაგვრჩეს? ახლა საბურთალოს ტერიტორიაზე 3 ლარად, ხოლო ცენტრიდან გარეუბანში 6 ლარად მივდივართ. ეს იმიტომ, რომ უმეტესობას ავტმობილი გაზზე გვყავს და ხარჯი დიდი არ არის. ახლა ფასი მოიმატებს. სხვების არ ვიცი, მაგრამ მე იგივე თანხას აღარ დავჯერდები, არ "მაწყობს",- ამბობს თბილისელი მძღოლი გია ლონდარიძე.

თამაზ ახალკაცი უკვე 4 წელზე მეტია "ტაქსაობს". იგი სხვების მსგავსად ტარიფის მომატებაზე საუბრობს. მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ავტოგაზი არ გაიაფდება, მგზავრობას გააძვირებს. სხვაობა კი 1 ან 2 ლარი იქნება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია