ქმედუუნარო პირთა შვილები ავტომატურად არ გაშვილდებიან

ქმედუუნარო პირთა შვილები ავტომატურად არ გაშვილდებიან

ქმედუუნარო პირთა შვილები ავტომატურად არ გაშვილდებიან. ცვლილებება "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" კანონში ხორციელდება , რომლის მოქმედი რედაქციის მიხედვით, ქმედუუნაროდ აღიარებული პირის შვილებს გასაშვილებლის სტატუსი ავტომატურად ენიჭებათ.

პარლამენტში 67 კანონში დაგეგმილ ცვლილებათა პაკეტს იხილავს, რომლის მიხედვით, ქმედუუნარობის ინსტიტუტი ძირეულად იცვლება. მოქმედი კანონმდებლობით აღიარებული ქმედუუნარო პირები ქმედუნარიან პირებად მიიჩნევიან, ხოლო იმ სფეროში, რომელშიც ნების თავისუფალ გამოხატვას ვერ ახერხებენ, ისინი აღიარებული იქნებიან მხარდაჭერის მიმღებ პირებად და სასამართლოს მიერ დაენიშნებათ მხარდამჭერი ანუ პირი, რომელიც მას საკუთარი უფლებების რეალიზებასა და ინტერესების დაცვაში დაეხმარება.

ამ მიმართულებით დაწყებულ რეფორმას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უდევს საფუძველად. კერძოდ, 2014 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ფსიქიური დაავადებების გამო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქმედუნარიანობის შეზღუდვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციები არაკონსტიტუციურად სცნო. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი დაავალდებულა შეემუშავებინა და მიეღო საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, ასევე გაეროს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის" მოთხოვნებთან, რომელიც საქართველოს მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს იქნა რატიფიცირებულ და ძალაში 2014 წლის 12 აპრილს შევიდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია