"უბედურება დაგვატყდა ოჯახს" - აშშ-ში გარდაცვლილი კურსანტის მამა შვილთან ბოლო საუბარს იხსენებს

"უბედურება დაგვატყდა ოჯახს" - აშშ-ში გარდაცვლილი კურსანტის მამა შვილთან ბოლო საუბარს იხსენებს

ნიუ-ჯერსის შტატში ავტო-ავარიის შედეგად ქართველი სამხედროების გარდაცვალების შესახებ "რუსთავი 2"-თან პირველ კომენტარს აკეთებს ერთ-ერთი კურსანტის, ბესო გორჯოლაძის მამა, კახა გორჯოლაძე.

"უბედურება დაგვატყდა ოჯახს, ნათესავებს და ფაქტიურად მთელს საქართველოს. ბესო იყო ბიჭი, რომლის დაღუპვაც მთელმა საქართველომ განიცადა. თავისი შეგნებული ცხოვრებით, სამშობლოს უზომო პატრიოტი იყო და ბესოს ბოლო ამოსუნთქვა საქართველოს ეკუთვნოდა.

მარტის სემესტრული არდადეგები ჰქონდათ ახლა, იანვარში იყო ჩამოსული საშობაოდ. მერე "ფეისბუქით" დაგვიკავშირდა და ვთხოვე, შვილო, იქნებ ჩამოხვიდე-მეთქი. არაო, ოჯახს განგვიცხადა. ახლახანს ვიყავიო და ერთი კვირით ჩამოსვლა არ ღირსო, სამეცადინო მაქვსო. რატომღაც დარჩენა გატაწყვიტა...", - აცხადებს გარდაცვლილი კურსანტის მამა, კახა გორჯოლაძე.

იხილეთ ასევე: აშშ-ში კურსანტები სოსო მაკარიძე და ბესო გორჯოლაძე დაიღუპნენ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია