საბერძნეთის პოლიცია ძარცვაში ბრალდებული ათი ქართველის ვინაობას და ფოტოებს ასაჯაროებს - ერთი მათგანი ცნობილი მოჭიდავეა

საბერძნეთის პოლიცია ძარცვაში ბრალდებული ათი ქართველის ვინაობას და ფოტოებს ასაჯაროებს - ერთი მათგანი ცნობილი მოჭიდავეა

საბერძნეთის პოლიცია 25 თებერვალს დაკავებული ათი ქართველის ვინაობას და ფოტოებს ასაჯაროებს. ამის შესახებ ბერძნული მედია იტყობინება.

დაკავებულები ქურდობასა და ძარცვაში არიან ბრალდებულები. დაკავებულ ქართველებს შორის ოთხი ქალია, ექვსი კი მამაკაცი, რომელთაგან ერთი სპორტსმენია, მოჭიდავე ავთანდილ ხანთოპულოსი.

გამოძიების ინფორმაციით, ქალი ბრალდებულები საბერძნეთის ატიკას რეგიონში სახლებში მომვლელებად მუშაობდნენ, საიდანაც დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებს სახლის და მათი ქონების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ. მამაკაცები კი შემდეგ სახლებს ძარცვავდნენ.

წინასწარი გამოძიებით, გამოვლენილია მინიმუმ ორი ქურდობის შემთხვევა, რა დროსაც ძარცვაში მონაწილეები საძილე საშუალებებს იყენებდნენ. ერთ-ერთი ქურდობის ფაქტი 2015 წლის 19 იანვარს მოხდა, კერძოდ, მძარცველებმა 74 წლის მოხუცის სახლიდან 3 600 ევრო მოიპარეს. ძალადობის და მუქარის გამოყენებით, გაქურდეს კიდევ ერთი 83 წლის მოხუცი ქალაქ მარუსიშიც, საიდანაც 2 000 ევრო წაიღეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია