მერიასთან აქციის მონაწილეებსა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა

მერიასთან აქციის მონაწილეებსა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა

იპოთეკით დაზარალებულები თბილისის მერიაში შესვლას ცდილობნენ, თუმცა მათ ამის საშუალებას მერიის უსაფრთხოების სამსახური და ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ აძლევს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ მერთან შეხვედრა სურთ. როგორც იპოთეკით დაზარალებულები აცხადებენ, მათ სურთ დავით ნარმანიამ უშუამდგომლოს საქართველოს მთავრობასთან და უბინაოდ დარჩენილ 6000-მდე მოქალაქე მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებულ შენობებში შეასახლონ.

დაცვის სამსახურის თანამშრომლების თქმით, ისინი სპეციალური სიის გარეშე თბილისის მერიაში შეხვედრაზე ვერავის შეუშვებენ. აქციის მონაწილეებსა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

აქციას შეუერთდა პოლიტიკური გაერთიანება "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის" წევრი ზურაბ ხარატიშვილიც. დაცვის სამსახურმა მერიაში შესვლის საშუალება არც ხარატიშვილს მისცა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე თბილისის მერიასთან შეუძლოდ გახდა და სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. ამ დროისთვის აქცია თბილისის მერიასთან გრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია