"მე მივდივარ 21 მარტის აქციაზე, ალალად, ღიად და თამამად... დაე, გავიკიცხო" - რატომ უერთდება გელა დაიაური "ნაციონალების" აქციას

"მე მივდივარ 21 მარტის აქციაზე, ალალად, ღიად და თამამად... დაე, გავიკიცხო" - რატომ უერთდება გელა დაიაური "ნაციონალების" აქციას

პოეტი გელა დაიაური 21 მარტს დაგეგმილ აქციას უერთდება. განცხადება ამის შესახებ დაიაურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი თქმით, ქვეყანა ჯერ გაჩერდა, ახლა კი უკან მიდის და ამიტომ გადაწყვიტა, "ნაციონალური მოძრაობის" აქციას შეუერთდეს.

"ვიცი, ეს სტატუსი ბევრს გააღიზიანებს, მაგრამ მე, როგორც დამოუკიდებელ ადამიანს და მოქალაქეს, ჩემი პოზიცია გამაჩნია. არავის არ მინდა მოვახვიო თავს ჩემი შეხედულება, მაგრამ დამღალა ქვეყნის უკუსვლამ, დამღალა სიჩუმემ, დამღალა ინერტულობამ, ლოდინმა, რომ რაღაც გამოსწორდება და წინ ივლის ჩემი ქვეყანა. ვუყურებ, ვაკვირდები და შეგრძნება გამიჩნდა, რომ ქვეყანა ჯერ გაჩერდა და მერე უკუსვლა(დაგორება) დაიწყო.

მე მივდივარ 21 მარტის აქციაზე, ალალად, ღიად და თამამად... დაე, გავიკიცხო, მაგრამ მე მგონია ამ დღეს მართალი ვიქნები...", - დაწერა გელა დაიაურმა.

Ambebi.ge გელა დაიაურს დაუკავშირდა, რათა პოეტს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ უფრო ვრცლად ესაუბრა.

- ქვეყანაში შექმნილი პრობლემებიდან განსაკუთრებით რა გაწუხებთ?

- პენსიონერების პრობლემა მაწუხებს განსაკუთრებით, უამრავი მტკივნეული საკითხია, რომელსაც არ აგვარებენ. სოფელში წყლის გაყვანაზე ნახევარი მილიონი დაიხარჯა და სოფელს წყალი მაინც არ აქვს. ეს ამ ხელისუფლების უნიათობის ბრალია.

- თავიდანვე დარწმუნებული იყავით ამ ხელისუფლების უნიათობაში, თუ გქონდათ მათი იმედი?

- იმედი მეც მქონდა და თქვენც, მაგრამ კი ვნახეთ, რაც ხდება ქვეყანაში. ამიტომ მივდივარ 21 მარტის აქციაზე.

- "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერთ მხარს?

- მე ჩემს ქვეყანას ვუჭერ მხარს.

- ამ აქციას "ნაციონალური მოძრაობა მართავს...

- სხვამ არავინ ამოიღო ხმა. ჩემთვის სულ ერთია, მე ხალხის გვერდით ვდგავარ.

- რატომ არ იღებენ ხმას თქვენი აზრით, ეშინიათ?

- არ ვიცი, ეშინიათ თუ ინერტულები არიან. შეიძლება არავის უნდა პირველმა გაკაფოს ხელით ეკალი.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

საქართველოში რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?

"შესაძლოა დიტოს გაუჩინარება პოლონელ გოგოსთან ურთიერთობას უკავშირდებოდეს" - ვარშავაში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

რკინის ჯებირების აღების შემდეგ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ხეობაში შესვლა სცადეს - რა ვითარებაა ადგილზე?