"გიკი გოგო" - გამოცემა, რომელმაც ქუთაისში ასობით მკითხველი ერთმენეთს ერთ მაღაზიაში შეახვედრა

"გიკი გოგო" - გამოცემა, რომელმაც ქუთაისში ასობით მკითხველი ერთმენეთს ერთ მაღაზიაში შეახვედრა

"პალიტრა მედიის" გამომცემლობა რომ მკითხველს სიურპრიზებით ანებივრებს ამაში ახალი არაფერია. ისევე როგორც ლიტერატურის მოყვარულების მიერ წლის მოვლენად აღიარებული ლიბერთინსის პროექტი.

ლიბერთინსის აქცია თბილისში, "ბიბლუსის" მაღაზიების ერთ-ერთ ფილიალში დაიწყო და ფართო მაშტაბებს გადაწვდა.

ეს იყო ზამთრის ერთ ცივ საღამოს, როცა "ბიბლუსის" წიგნიის მაღაზიის წინ ასობით ადამიანი შეიკრიბა. მაშინ  ჯერ კიდევ ბევრს ვერ წარმოედგინა, საპროტესტო აქციების გარდა, რატომ შეიძლებოდა ასობით ადამიანი ქუჩაში გამოსულიყო...

სოციალურ ქსელში პირველად აიტვირთა ფოტო წარწერით: "რა ხდება ბიბლუსში?" - კითხვის პასუხი მალე გაირკვა,- ბიბლუსში ლიბერთინსის აქცია იმართებოდა.

აქციამ ერთ რიგში გააერთიანა ყველა თაობის ადამიანი:. მეგობრები და შეყვარებულები, მშობლები შვილებისთვის და ბებია-ბაბუები შვილიშვილებისთვის.

წარმატებული პროექტის მიმართ ინტერესი საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც გაჩნდა.  და "ლიბერთინსის" ფარგლებში გამოცემული მესამე წიგნის, ჰოლი სმეილის "გიკი გოგოს" აქცია პირველად ქუთაისის"ბიბლუსის" მაღაზიაში  გაიმართა.

აქციის მონაწილეებს განსაკუთრებით მოეწონათ, რომ სასურველი გამოცემის შეძენა სპეციალურ ფასად ქუთაისში მოახერხეს.

როგორც ერთ-ერთმა მყიდველმა, ანა ვარდანიძემ განაცხადა, იგი იცნობს "ლიბერთინსის" ფარგლებში გამოცემულ ლიტერატურას.

"ლიბერთინსი" ახალგაზრდებისთვის სასურველ ლიტერატურას და თარგმანებს უშვებს. რაც შეეხება "გიკი გოგოს", ინგლისური სტატიებიდან ვიცი მისი შინაარსი, ძალიან მინდოდა ეს წიგნი ქართულად გამოსულიყო და შემძლებოდა მისი ყიდვა. დღეს კი მიხარია, რომ ჩვენს ქალაქში გაიმართა აქცია სწორედ ამ წიგნზე და შევძელი მისი ყიდვა", - განაცხადა ანა ვარდანიძემ.

როგორც კიდევ ერთმა მყიდველმა, ლიკა გაბუნიამ აღნიშნა, ამ წიგნს აუცილებლად წაიკითხავს. მისი თქმით, დღევანდელი აქციის შესახებ "ფეისბუქიდან" შეიტყო.

"როდესაც გავიგე ამ წიგნის სათაური, ძალიან დამაინტერესა, მსურს წავიკითხო და მოხარული ვარ, რომ მისი შეძენა ფასდაკლებით შევძელი".

წიგნის შესაძენად მისული ახალგაზრდები იმედოვნებდნენ, რომ მსგავსი სახის აქციები ქუთაისში მომავალშიც გაგრძელდება.

როგორც "ლიბერთინსის" წევრმა თათია გოგოხიამ განაცხადა, აქციის ჩატარება ქუთაისში იმიტომ გადაწყვიტა, რომ სწორედ ამ ქალაქიდან იყო ძალიან დიდი მოთხოვნა.

"ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ სხვადასხვა ლიტერატურის შერჩევას და ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი აქციები საქართველოს სხვა რეგიონებშიც ჩატარდება", - განაცხადა თათია გოგოხიამ.

როგორც პროექტის მენეჯერმა თიკო ფეიქრიშვილმა განმარტა, პროექტის წევრები მომავალშიც გააგრძელებენ წიგნების შერჩევას და სწორედ მათ მიერ მოწონებული წიგნების გამოცემა მოხდება.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია