"ხელფასს მიშაც მიხდიდა, შემოგევლე" - ჟორჟოლიანი-გამზარდიას დაპირისპირება და სეირი "ფეისბუქზე" ივანიშვილის შოუს შემდეგ

"ხელფასს მიშაც მიხდიდა, შემოგევლე" - ჟორჟოლიანი-გამზარდიას დაპირისპირება და სეირი "ფეისბუქზე" ივანიშვილის შოუს შემდეგ

"ბიძინა ივანიშვილის გადაცემის რეიტინგი იყო 0,62%

იმედის კვირა 13,38%

ტყუილა გეშინოდათ კოლეგებო:) გადაცემა ზედმეტად ურეიტინგოა", - ასე გამოეხმაურა ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი GDS-ის ეთერში გადაცემა "20/30"-ის გასვლას.

ჟორჟოლიანის რეპლიკა უპასუხოდ არ დაუტოვებია "კვირის 20/30"-ის წამყვან არჩილ გამზარდიას. მან ნანუკა ჟორჟოლიანს "ფეისბუქზევე" უპასუხა.

არჩილ გამზარდია: ვგრძნობთ შენს სიყვარულს. ეჰ... ისე, მაგ ფიფლმეტრების მონაცემებს დიდი ხანია ყველა დავცინით ნაციონალური მოძრაობის გარდა, მაგრამ... დაე... ითამაშონ მანიპულატორებმა... გაერთობით..

ნანუკა ჟორჟოლიანი: მაშინ რატომ არ დაცინოდით მეცხრე არხს რომ მაღალი რეიტინგი ჰქონდა?:)

არჩილ გამზარდია: მე მაგ ფიფლმეტრებს სულ დავცინოდი, რადგან ვიცი როდის, როგორ და რა ფორმატითაა დადგმული...

ნანუკა ჟორჟოლიანი: კარგი არჩილ:) შენ იცინე და ჩვენ გვიყურონ:)

არჩილ გამზარდია: ისე, "ნაციონალური მოძრაობის" ჟურნალისტები რომ რეიტინგებს დებენ, ოდნავ მაინც თუ ერკვევა რომელიმე მედიამენეჯმენტში, კი უნდა იცოდეს რამდენიმე ფაქტორის შესახებ: მაგ. მოცემული ფიფლმეტრების სიყალბეზე ვლაპარაკობთ ძალიან დიდი ხანია და გარდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა, პრაქტიკულად სპეციალისტი ან რიგითი ადამიანიც კი არ არის, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს რუსთავი ორზე მორგებული რეიტინგის დათვლის სისტემის მუშაობას სერიოზულად აღიქვამს. ასევე, როდესაც ანალიტიკური გადაცემა წარმოდგენილია გასართობ არხზე და თუ რომელიმე ჟურნალისტი ან მედიაში მომუშავე პირი მცირედად მაინც ერკვევა მედიამენეჯმენტში, კარგად უნდა იცოდეს, რომ გასართობი არხი, როგორც გამტარი, თავისთავად სხვა სამიზნე ჯგუფებზე მუშაობს. მიუმატე მაგას მოცვის საკითხი, რაც სხვადასხვა გვარად ვრცელდება, ანონსის გასვლის საკითხი, წინა დღეს რომ გავიდა მხოლოდ და ა.შ. და მესმის თქვენი გულის ხეთქვა, რომ ამდენი ფაქტორის მიუხედავად, გადაცემამ სერიოზული გამოხმაურება ჰპოვა და ღამიდან მოყოლებული მთელი დღეა არჩევთ შენც, ჩემო ნანუკა და სხვებიც.... დამიჯერე, თქვენი ყურადღების რაოდენობამ ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა.

ნანუკა ჟორჟოლიანი: არჩილ ქართული ოცნების ჟურნალისტი მესაუბრება? მაინც რომ ვიცოდე? 0,64% კი ძაან გული გაგვისკდა. საოცარი რეიტინგი

არჩილ გამზარდია: შენ გესაუბრები მე, ანალიტიკოსი და გადაცემის წამყვანი არჩილ გამზარდია და ძალიან კარგად იცი, ვინც ვარ. ისიც კარგად იცი, რა დონის გამოხმაურება მოჰყვა გადაცემას და აგერ, აქტიურად საუბრობ ამ ტემაზე და ვერ ჩერდები, ხომ ხედავ.. მე მესმის შენი, ნანუკა, არ გძრახავ. მართლა მესმის.

ნანუკა ჟორჟოლიანი: არჩილ შენ არ ხარ ქართული ოცნების ჟურნალისტი?:)) წამყვანად რა მიზეზით შეგარჩიეს?:) გამოცდილი წამყვანი ხარ თუ...)

არჩილ გამზარდია: მე გამოცდილი ანალიტიკოსი ვარ ნანუკა. გენაცვალე. გადაცემის წამყვანად კი სწორედ ანალიტიკოსი იყო გააზრებული და არა ნიუსმეიკერი, გენაცვალე.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ააა გამოცდილი?:)) ოკ არჩილ.

არჩილ გამზარდია: დიახ, გენაცვალე, მესმის, რომ არ ვჯდები ნაციონალების პროპაგანდისტულ სიმპატიებში, მაგრამ რას იზამ, შემოგევლე. როდესმე თუ დავინტერესდები თქვენი მოსაზრებებით ჩემს შესახებ, ეგებ უფრო მეტი ყურადღებაც კი მოგაქციოთ თქვენი ამდენი ყურადღების სანაცვლოდ.

ნანუკა ჟორჟოლიანი: შენ და ნაციონალებში რომ არ ჯდები ფაქტია. მაგრამ როგორც გამოცდილ ანალიტიკოსს კითხვები მხოლოდ ის გქონდა რაც დასვი?

არჩილ გამზარდია: მე მესმის შენი, რომ თქვენი მუშაობა აგებული იყო ძირითადად ამბების გადაფარვა-გადამალვაზე და ამიტომ დღემდე, რასაც ყოფილი პრეზიდენტი გიბრძანებთ, იმას აკეთებთ, ასევე საზღვრავთ სხვებზე. მესმის თქვენი. ერთი პოსტსაბჭოური პროპაგანდისტული კომუნიკაცია. ეს თქვენი სივრცეა.

ნანუკა ჟორჟოლიანი: არჩილ მესმის რომ გესმის. ახლა მიპასუხე. მეტი კითხვა არ გქონდა დამოუკიდებელ ანალიტიკოსს?:)) მაგალითად კახელებზე. დაპირებების შესრულებაზე, უფასო ფულზე და ბევრ სხვა თემაზე. კითხვა არ გქონდა?:))

არჩილ გამზარდია: რასაც საჭიროდ ჩავთვლი, იმ შეკითხვებს დავსვამ. არ იდარდო.

ნანუკა ჟორჟოლიანი:დაგელოდები:) დამოუკიდებელო ანალიტიკოსო

არჩილ გამზარდია: მიყურე დამოუკიდებელო ჟურნალისტო.პ.ს. მე საზოგადოება 2030-ის წევრი ვარ. გენაცვალე, მოსმენილის აღქმა უნდა დახვეწოთ, გადაცემა საზოგადოება 2030-ს ეკუთვნის.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ღმერთო რამდენიმ თანხმოვანია. დამოუკიდებელი არცერთი ჟურნალისტი არაა ვისაც ფულს უხდიან და ნუ გავიწყდება რომ შენ ხელფასს ბიძინა ივანიშვილი გიხდის დამოუკიდებელო ანალიტიკოსო

არჩილ გამზარდია: მე ხელფასს მიშაც მიხდიდა, შემოგევლე, ილიაუნიში, და ადმინისტრაციაში დღესაც ნაციონალური მოძრაობის არაერთი წევრია, თქვენი თავიდან კი ნუ განსჯით სხვებსაც. ახლა ისიც თქვი, რომ ნაცები რომ მიხდიდნენ ხელფასს, ნაცი ხარო.. გენაცვალე ლოგიკაში..

Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო დისკუსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია