ფერეიდნელმა ქართველებმა ირანში "ქართული ანბანის" ძეგლი აღმართეს

ფერეიდნელმა ქართველებმა ირანში "ქართული ანბანის" ძეგლი აღმართეს

არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე საკუთარ ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ ირანში, ქალაქის მთავარ მოედანზე ფერეიდნელმა ქართველებმა ქართული ანბანის ძეგლი აღმართეს:

"გუშინ ირანში ფერეიდნელმა ქართველებმა ფერეიდუნშაჰრის მთავარ მოიდანზე "ქართული ანბანის" ძეგლი დადგეს. მიუხედავად ირანელების წინააღმდეგობისა. ქართველები ძეგლს მთელი ღამე ყარაულობდნენ, რადგან ჰგონიათ რომ ირანის უშიშროება ძეგლს დაანგრევს. როგორც ფერეიდნელი ქართველი ანდრო ნაგელიანი წერს: მთელს ქალაქში უშიშროების თანამშრომლები არიან. მთელი ქალაქი ფეხზე დგას და საკუთარი ქართველობის დასაცავად მზად არიან...  მივმართავ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ყველაფერი გააკეთოს ფერეიდნელი ქართველების დასაცავად!" - წერს ტომარაძე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია