"ისე არ მინდა მოვკვდე, რომ ერთხელ მაინც არ მნახოს ვოვამ" - ვერა პუტინას უკანასკნელი სურვილი

"ისე არ მინდა მოვკვდე, რომ ერთხელ მაინც არ მნახოს ვოვამ" - ვერა პუტინას უკანასკნელი სურვილი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რამდენიმედღიანი გაუჩინარებს შემდეგ, გამოჩნდა. მის გამოჩენასთან ერთად, კიდევ უფრო გააქტიურდა რუსული არმია. "ბი-ბი-სის" ცნობით, რუსეთის ბალტიის ფლოტმა მოულოდნელი სამხედრო სწავლება დაიწყო. წვრთნაში 20-ზე მეტი საზღვაო ხომალდი იღებს მონაწილეობას. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება მიმდინარეობს ასევე წყნარი ოკეანის სანაპიროებზეც. ამასთანავე, რუსეთის თავდაცვის უწყებაში იტყობინებიან, რომ კრასნოდარის რეგიონში, ქერჩის სრუტიდან 60 კილომეტრში საზღვაო ფლოტის სრული მზადყოფნა გამოცხადდა. რამდენიმე დღის წინ კი, სრული სამხედრო მზადყოფნა გამოცხადდა ჩრდილოეთის ფლოტში. "უკრაინის შემდეგ, რუსეთმა შესაძლოა, დესტაბილიზაციის გამოწვევა, ბალტიისპირეთის რომელიმე ქვეყანაში სცადოს", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა.

მოკლედ, პუტინი კვლავინდებურად ჯანზეა და კაცმა არ იცის, კიდევ რას უმზადებს მსოფლიოს, თუმცა მისი გაუჩინარებისას ამტყდარ აჟიოტაჟში ბევრს ისიც გაახსენდა, რომ საქართველოში ცხოვრობს ქალი, რომელიც წლებია უკვე კრემლის ბინადარი ვოვას დედად აცხადებს თავს.

ზუსტად 15 წლის წინ, როდესაც რუსეთის ფედერაციამ პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინი აირჩია, კასპის რაიონის სოფელი მეტეხი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ერთ-ერთი სახლი მეტეხში პუტინის თვითგამოცხადებულ ნათესავებს, კონკრეტულად კი, ვერა პუტინას და მის შვილებს ეკუთვნისთ. ქალბატონი ვერა თავს რუსეთის პირველი პირის ბიოლოგიურ დედად მიიჩნევს. კამერებთან არა, მაგრამ პირად საუბრებში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობის შესახებ გავრცელდა, 89 წლის ვერა პუტინა ლოგინად ჩავარდა. ეს ინფორმაცია ნაწილობრივ მისმა ქალიშვილმა, ლუბა ოსეფაშვილმაც დაგვიდასტურა: ,,დედაჩემი ისე ცუდად არის ლოგინიდან ვერ დგება. ვირუსი შეხვდა. წნევები მაღალი აქვს." ამ საუბრიდან რამდენიმე წუთში ვერა პუტინა სახლიდან ეზოში გამოვიდა, მაგრამ ჩვენი დანახვისთანავე, უკან შებრუნდა. ქალბატონი ვერა და მისი ქალიშვილები ბოლო დროს ჟურნალისტებს აღარ სწყალობენ. მეტეხში ამბობენ, რომ რამდენიმე წლის წინ ვერა პუტინასა და მის შვილებს ამ საკითხზე ლაპარაკი "ზემოდან" აუკრძალეს. იმასაც ამბობენ, რომ ვერა პუტინას შვილის, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინის ბავშვობის ფოტოები იმავე ხალხმა წაიღო და არ დააბრუნა, ვინც მათ ლაპარაკი აუკრძალა.

ვერა პუტინამ 2001 წელს ვრცელი ინტერვიუ მისცა გაზეთ "კვირის პალიტრას", რომელში წვრილად ყვებოდა საკუთარ ისტორიას და იმასაც რატომ მიიჩნევდა რუსეთის პრეზიდენტს საკუთარ შვილად.

გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ ინტერვიუდან:

- დავიბადე და გავიზარდე პერმის ოლქის ქალაქ ოჩორაში. სასწავლებელი რომ დავამთავრე, პრაქტიკაზე ტაშკენტში გამაგზავნეს. იქ ერთი ბიჭი შემიყვარდა, პლატონი ერქვა. მასაც ძალიან ვუყვარდი და მპირდებოდა, ცოლად მოგიყვანო. ორსულად ვიყავი, როცა თავისი ქალაქიდან (ვერა დეიდას არ უთქვამს, საიდან იყო

პლატონი) ამანათი მიიღო. გავხსენი. შიგ წერილი იდო. ამ წერილით გავიგე, რომ იგი ცოლშვილიანი ყოფილა. ძალიან გავბრაზდი, დანახვა აღარ მინდოდა მისი, მაგრამ ბავშვს ხომ ვეღარ მოვიცილებდი?.. მერე გაჩნდა ვალოდია. ვზრდიდი ჩემს ვოვას და ვიყავი ჩემთვის. არ გასულა დიდი დრო და "ტანცებზე" გავიცანი ქართველი სამხედრო, რომელიც მალე უნდა დაბრუნებულიყო სამშობლოში. ეს გახლდათ გიორგი ოსეფაშვილი, ჩემი დანარჩენი ხუთი შვილის მამა. მას დანახვისთანავე შევუყვარდი და ცოლობა მთხოვა. არ დავუმალე, რომ შვილი მყავდა, მაინც არ დაიხია უკან და დავთანხმდი მე სულელი..

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია