ცნობილი პოლიტიკოსების ცნობილი დედები

ცნობილი პოლიტიკოსების ცნობილი დედები

ქართველი პოლიტიკოსების დედები შვილებს პოპულარობით ნაკლებად ჩამოუვარდებიან. ისინი ყოველთვის არიდებენ თავს საჯაროდ გამოჩენას, მაგრამ თავიანთი საქმიანობის გამო უყურადღებოდ არავის რჩება.

გიული ალასანია

გიული ალასანია პროფესიით ისტორიკოსია - თურქეთის ისტორიის სპეციალობით. აქვს ორი ჯილდო 1980 წელს მიიღო კომკავშირის ჯილდო, ხოლო 2010 წელს ჯავახიშვილის ჯილდო. გიული ალასანია ამჯერად საზოგადოებრივი საქმიანობათა უნივერსიტეტის ხელმძღვანელია. 2009 წელს ალასანია არჩეულ იქნა ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (აშშ) ნამდვილ წევრად. 2012 არჩეულ იქნა გენეალოგიის, ჰერალდიკის და დოკუმენტურ მეცნიერებათა ამერიკული სკოლის საპატიო წევრად.

გიული ალასანიას სახელს ხშირად უკავშირებენ სხვადასხვა გახმაურებულ საქმეს. მისი სახელი უკავშირდება "ცენტრ პოინტის" "ომეგას", "იბერიის" და სხვა ბიზნესებს. ამბობენ, რომ კომპანიების გაკოტრების საქმეში ექს-პრეზიდენტის დედა თავად იყო ჩართული, თუმცა ის არცერთ საქმეზე ოფიციალურ ორგანოებს მოწმის სახითაც კი არ დაუბარებიათ. გიული ალასანია მარტოხელა დედა იყო, რომელმაც მომავალი პრეზიდენტი მარტო გაზარდა. შვილის აღზრდაში ბებია ეხმარებოდა. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს გიული ალასანიას პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება სთხოვა, რაც საპატრიარქომ უარყო. მას შემდეგ რაც პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენა, გიული ალასანიას ქონება დააყადაღეს.

ნანა ალექსანდრია

ცნობილი მოჭადრაკე, ნანა ალექსანდრია, რომელმაც საქართველოს არაერთხელ გაუთქვა სახელი უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას დედაა. ბოკერია ნანა ალექსანდრიას ერთადერთი ვაჟია. ნანა ალექსანდრია არაერთი ტიტულის მფლობელია, 1986 წელს აირჩიეს ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარედ. ალექსანდრია იყო საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები გუნდის კაპიტანი, რომელიც ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებზე მანილაში და მოსკოვში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. სხვა პოლიტიკოსების დედებისგან განსხვავებით, ნანა ალექსანდრიას სახელი სკანდალურ საქმეებს არ უკავშირდება. გიგა ბოკერიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დედამისი თითქმის ყველგან გამოჩენაზე უარს ამბობს. ცნობილია, რომ ნანა ალექსანდრიას არ ელაპარაკება ნონა გაფრინდაშვილი. ის აცხადებს, რომ 26 მაისს მომხდარ დაპირისპირებას არავის, მათ შორის არც ნანა ალექსანდრიას აპატიებს, რადგან მომხდარის იდეოლოგიაში გიგა ბოკერიას ადანაშაულებს. როგორც ჩანს ხალხის დამოკიდებულება მისი შვილის მიმართ ალექსანდრიას არ ადარდებს, პირიქით, გუნდს, რომლის ლიდერიც გიგა ბოკერია არის, მხარს უჭერს. ის შარშან ზუგდიდში ჩავიდა და ქალაქს მერობის კანდიდატს თემურ ბასილაიას მხარდაჭერის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. ნანა ალექსანდრიამ ამომრჩევლებს "ნაციონალური მოძრაობის" აღმშენებლობისა და შეჩერებული პროექტების დაწყების მხარდაჭერის თხონით მიმართა.

მადონა ჭეიშვილი

მადონა ჭეიშვილი პროკურატურის ვარსკვლავთბიჭუნად წოდებული, დავით საყვარელიძის დედაა. პროფესიით ექიმია, ამბობენ, რომ მკაცრი დედაა და შვილის თითოეული ნაბიჯი ზედმიწევნით კარგად იცის. მადონა ჭეიშვილი სასწრაფო დახმარების ცენტრის და მეხუთე კლინიკის უფროსი იყო, მანამდე დარგობრივი რეგულირების დეპარტამენტში მუშაობდა, ასევე იყო ქირურგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი. მას შემდეგ რაც დავით საყვარელიძე უკრაინის პროკურატურაში დაინიშნა წამყვან თანამდებობაზე, მადონა საყვარელიძე გარკვეული პერიოდით სამსახურში არ დადიოდა. თუმცა ამის მიზეზი გაურკვეველია. მადონა ჭეიშვილის შემოსავალი ყოველთვიურად 3000-დან 5000 ლარამდე მერყეობდა. დავით საყვარელიძე თბილისში ყოფნის დროს, ძირითად დროს დედასთან ატარებს.

ჟენია მერაბიშვილი

ჟენია მერაბიშვილი ვანო მერაბიშვილის დედაა. მის შესახებ უამრავი ჭორ-მართალი დადიოდა. ჟენია მერაბიშვილი სკანდალში არაერთხელ გაეხვია, ერთხელ არჩევნების პერიოდში, მეორედ კი 2013 წელს, როცა ის სკოლის დამლაგებლების და მოსწავლეების ცემაში დაადანაშაულეს. გიორგი მარგველაშვილმა განათლების მინისტრის პოსტზე ყოფნისას ჟენია მერაბიშვილი ახალციხის მეხუთე სკოლის დირექტორობიდან მოხსნა. ვანო მერაბიშვილის დედა საზოგადოებაში ბოლოს 2 გვამის ვიდეოს გავრცელების დროს გამოჩნდა და განაცხადა, რომ მისი შვილი ორი რუსის გვამს ითხოვდა.

თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია