პროექტი, რომელიც საჯარო სკოლებში ბავშვების 5 წლის ასაკიდან შეყვანას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მიღებულია

პროექტი, რომელიც საჯარო სკოლებში ბავშვების 5 წლის ასაკიდან შეყვანას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მიღებულია

მმართველი უმრავლესობის წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა პირველი მოსმენით – 62 ხმით, 7-ის წინააღმდეგ მიიღო პროექტი, რომელიც საჯარო სკოლებში ბავშვების 5 წლის ასაკიდან შეყვანას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" წევრმა კობა სუბელიანმა შესთავაზა. კენჭისყრას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვა უძღოდა წინ, რომელიც დებატების ფონზე წარიმართა.

როგორც ინიციატორმა და მისმა თანაფრაქციელებმა განმარტეს, მშობელს, სურვილის შემთხვევაში, შვილის სკოლაში ხუთი წლის ასაკიდან შეყვანის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. კობა სუბელიანის თქმით, პირველი მოსმენისთვის წარდგენილი პროექტი თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით კომპრომისულია, რადგან საუბარია ექვს წელთან მიახლოებულ ბავშვებზე, რომლებიც აღნიშნული ასაკის სასწავლო წლის დაწყებიდან დეკემბრამდე პერიოდში ხდებიან.

თავის მხრივ მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ხუთი წლის ასაკის ბავშვი სკოლისთვის მზად არ არის და პროექტს მხარს არ უჭერენ. "ზოგადი განათლების შესახებ" კანონით განსაზღვრულია, რომ ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი ექვსი წელია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია