ლარის გაუფასურებამ ტანსაცმელი გააიაფა

ლარის გაუფასურებამ ტანსაცმელი გააიაფა

სადგურის მოედანზე განთავსებულ ტანსაცმლის ბაზრობაზე, როგორც ველოდი, მძიმე ვითარება დამხვდა. გამყიდველები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ვაჭრობა საერთოდ აღარ არის, რის გამოც იძულებული გახდნენ, საქონელზე ფასები დაეწიათ. მათი თქმით, არა თუ მყიდველი შემცირდა, ხალხი საქონლის დასათვალიერებლადაც აღარ დადის. ბაზრობაზე ახლა ყველაზე ხშირად ბანკის თანამშრომლებს თუ შეხვდებით.

"მიკროსესხებმა დაგვღუპა მცირე მოვაჭრეები. ადმინისტრაციის გადასახადის გადაუხდელობის გამო მიკროსესხებს ვიღებთ და ბანკის ვალი გვედება. 20 წელია, რაც აქ ვდგავარ. 2008 წლამდე ბაზრის 80%, თვეში მინიმუმ ერთხელ, სტამბოლში დადიოდა. ეხლა ამ ბაზრიდან 5% დადის სტამბოლში, ისიც წელიწადში ორჯერ. ძირითადი წყარო ლილოა. ბოლოს ნოემბერში შემოვიტანე ლილოდან 25 შარვალი და კვირაში ერთ ან ორ ნაჭერს ვყიდი", - ამბობს ერთ-ერთი გამყიდველი.

მომხმარებლის ნაკლებობაზე საუბრობს ბავშვების სამოსის გამყიდველი, ნინო დვალიშვილიც: "ბავშვის ტანსაცმელი თურქეთიდან შემომაქვს. ადრე ყოველთვიურად ვანახლებდი საქონელს, ახლა ბოლოს სექტემბერში შემოვიტანე. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ტანსაცმელზე წესით უფრო მეტი მოთხოვნა უნდა იყოს, ასე აღარ არის. მეორადებში უფრო იყიდება ბავშვის ტანსაცმელი", - უთხრა bpn.ge-ს ნინო დვალიშვილმა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია