კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
07:17 / 23-03-2015
რა დაუჯდებათ ცხოველის ყოლა თბილისელებს და რა წერია კანონში, რომელიც დედაქალაქს ფეკალიებისგან "გაწმენდს"
თბილისი – ქალაქი, სადაც ძაღლები უყვართ, ყოველ დილით ასეირნებენ, სალონში დაჰყავთ, აბანავებენ, ასუფთავებენ, თუმცა ცხოველების ფეკალიებისგან გამოწვეულ ქალაქის დაბინძურებას ყურადღებას არ აქცევენ და არც კი აინტერესებთ. როგორ შეიძლება თბილისელმა სხვების დასახანად საკუთარი ძაღლის ფეკალია აიღოს და ურნაში გადააგდოს. მართალია ისე, რამდენი საფრთხე გემუქრება ამით – შეიძლება, ხელი დაგესვაროს, სხვამ დაგინახოს, ცუდი სუნი იგრძნო... ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ფეხებზე უნდა დაიკიდო ის, რომ სხვამ ძაღლის "კუკებში" ფეხი არ ჩადგას... არა მგონია, ცოტა იყოს მკითხველს შორის, ვისაც ერთხელ მაინც არ აქვს ფეხი ჩადგმული ამ მასაში. ამ
პოსტით ძაღლებს კი არა, ადამიანებს ვერჩი. ძაღლებმა რა ქნან, ბუნებრივი მოვლენაა…

ჩემს მიერ დასახელებული პრობლემა ერთ-ერთია, რომელიც ევროპას ძალიან გვაშორებს. გაკვირვებული დავრჩი ამ საკითხის მიმართ ევროპელების მიდგომით. ქუჩებში გამოყოფილია სპეციალური ურნები, რომელიც სწორედ ძაღლის ფეკალიებისთვის არის განკუთვნილი. თან ასეთი ურნა ძალიან ბევრია. ასევე, ყველა ძაღლით მოსეირნეს აქვს რამდენიმე ცალი ხელთათმანი და როდესაც ძაღლი მოისაქმებს, არცერთ მათგანს, მიუხედავად სოციალური მდგომარეობისა თუ სტატუსისა, არ ეთაკილება, რომ ამ ხელთათმანის საშუალებით დაასუფთაოს მისი ძაღლის "მიქარული".

როგორც ჩვენთან საუბარში თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ ფხალაძემ განაცხადა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით, მეპატრონე ვალდებულია დაასუფთავოს მისი ცხოველის მიერ დაბინძურებული სივრცე, დარღვევის შემთხვევაში კი განსაზღვრულია ჯარიმა მოქალაქეთათვის შრომის ანაზღაურების მეხუთედ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირებზე კი შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. ფხალაძის ინფორმაციით, 103-ე მუხლი არეგულირებს ძაღლებისა და კატების ყოლის წესს და მისი დარღვევის შემთხვევაში რეაგირებას ახდენს საპატრულო პოლიცია. მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც რეაგირება მოხდა საპატრულო პოლიციის მხრიდან, თუმცა უფრო ეფექტური რეაგირებისთვის მიმდინარეობს მუშაობა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების უფლება ცხოველთა მონიტორინგის ცენტრსაც მიენიჭოს. მისივე თქმით, სააგენტოს აქვს იმის რესურსი, რომ გააკონტროლოს ქალაქში არსებული ვითარება.

გარდა ამისა, თბილისის საკრებულოში წარდგენილია ინიციატივია, რომელიც გულისხმობს ქალაქ თბილისში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის დღემდე მოქმედი წესის გაფართოებას და დახვეწას.

ინიციატივის დამტკიცების შემდეგ სავალდებულო გახდება ძაღლების და კატების რეგისტრაცია. თეიმურაზ ფხალაძის განმარტებით, რეგისტრაცია უფასოდ იქნება შესაძლებელი ცხოველთა მონიტორინგის ცენტრში, ხოლო სპეციალურ კლუბები და ვეტ-კლინიკები ფასს თავად განსაზღვრავენ.

"ჩვენ ვეხმარებით მეპატრონეს, რომ არ დაეკარგოს ცხოველი. იმ შემთხვევაში თუ არაკეთილსინდისიერი მეპატრონე გამოაგდებს ცხოველს, უნდა ვიცოდეთ, თუ სად ცხოვრობდა ეს ცხოველი, ვინ იყო მისი პატრონი, რომ მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება ცხოველის მოვლა-პატრონობის წესის დარღვევისადმი. იქიდან გამომდინარე, რომ ხშირია ცხოველების მიტოვების ფაქტები, შემდეგ კი ვერ ხდება პატრონის მოძიება. ასევე შეუძლებელია ცხოველთა იდენტიფიცირება. აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებაროს ყველა ცხოველი, რომელსაც ყავს პატრონი. პატრონი ვალდებულია შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებში დაარეგისტრიროს ცხოველები, რომელთაც უნდა ჰქონდეთ რეგისტრაციის მომენტში საიდენტიფიკაციო საშუალება, მიკროჩიპი ან ყურზე შესაბამისი ე.წ. ბირკა ან ტატუირება, რაც პატრონის ასარჩევია", - განაცხადა ფხალაძემ და აღნიშნა, რომ მიკროჩიპის, ე.წ. ბირკას ან ტატუირების გაკეთებაში პატრონს გარკვეული, თუმცა ძალიან მცირე თანხის გადახდა მოუწევს. მისი თქმით, ეს თანხა ძალიან მცირეა. მისივე თქმით, თუ არ მოხდა რეგისტრაცია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გათვალისწინებულია ასევე 103-ე მუხლი, სადაც წერია, რომ ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესის დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული წესით.

წესი არეგულირებს გასეირნებასაც. ფხალაძის ინფორმაციით, ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, პარკები) 09:00 საათიდან 21:00 საათამდე ნებადართულია მოკლე საბმელით ან საბმელით და ალიკაპით. თუ ძაღლს ექნება მოკლე საბმელი, ალიკაპი აუცილებელი არ არის. საღამოს 9 საათიდან დილის 9 საათამდე ნაკლებია აქტივობა ბავშვების და აქედან გამომდინარე ალიკაპით საბმელის გარეშე შესაძლებელია ძაღლის გაყვანა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანის წესი კი ასეთია, რომ ძაღლს უნდა ეკეთოს ალიკაპი. მონიტორინგის ცენტრში განმარტავენ, რომ ტრანსპორტში სიმჭიდროვეა და დაცული უნდა იყოს მგზავრების უსაფრთხოება. ასევე შესაძლებელია ძაღლი ჩასმული იყოს შესაბამის გადასაყვან კონტეინერში, რა შემთხვევაშიც ალიკაპი საჭირო არ იქნება.

ასევე, რეგულაციების მიხედვით, ცხოველის მოკვდინება თავშესაფრის გარეშე დაიშვება მხოლოდ მათი ტანჯვის შესაწყვეტად, თუ მძიმე ტრავმა აქვს მიყენებული, თუ სიკვდილის პირას არის და ვეტერინარული დახმარება არაეფექტურია.

რაც შეეხება უპატრონო ძაღლებს, ფხალაძის თქმით, გაზაფხულზე დაიწყება მათი დათვლა.

"ლაბორატორიული კვლევების შემდეგ თუ დადგინდა, რომ ცხოველი ჯანმრთელია და აგრესიული არ არის, ამ შემთხვევაში უკეთდება სტერილიზაცია ან კასტრაცია, ყურზე უკეთდება ბირკა, რომელიც დანომრილია და ცოფზე ვაქცინაცია. ეს ცხოველი გაჩუქდება, ან გავუშვებთ კონკრეტულ პირთან ან ჯგუფთან ან მიზანშეწონილობის მიხედვით გავუშვებთ ბუნებრივ არეალში, რომ ცხოველების პოპულაციის მართვა და კონტროლი განხორციელდეს", - აღნიშნა ფხალაძემ.

ლექსო ნაბახტეველი
AMBEBI.GE
09:32 / 21-09-2015
nana
0
უფასოდო.... 40 ლარი ღირს ჩიპის ან "ტატუიროვკის" გაკეთება, ამის შემდეგ ხდება უფასო რეგისტრაცია. ერთი კითხვა მაქვს: ვინ უნდა გააკონტროლოს და დააჯარიმოს დაურეგისტრირებელი ცხოველი?
11:06 / 28-03-2015
გიორგი
0
აიდი ბარათებზე რა ამბავიც იყო მარაზმი იყო და მეტი არაფერი, 666 ურევია შტრიხკოდებსო და მასონების გაკეთებულია ეს რაღაცეებიო და რა აღარ მოვისმინე. ხო ნახეთ ბოლოს თვითონ პატრიარქმაც თქვა რომ არაა პრობლემაო.

ძაღლების დაჩიპვა ვისაც რატომღაც სატანისტობად მიაჩნია კიბატონო ტატუ გაუკეთოს, აცრაზე მტკივნეული არარის, პატარა რიცხვს დააწერენ და მორჩა, ასეთი ტატუს გაკეთება ადამიანისთვის 10 ლარზე მეტი არ ჯდება და არამგონია ძაღლზე მოითხოვოს ვინმემ მეტი :D და თან დაკარგვის შემთხვევაში მარტივად იპოვით, გაგდების შემთხვევაში კი დაისჯებით (დაკარგვა გაგდებისგან განსხვავდება იმით რომ დაკარგვისას განცხადებას აკეთებთ რომ დაგეკარგათ)

მაგის ფულიც თუ არაგაქ და მაშინ ეზოს ძაღლი ყოფილა და მაგას უფასოდ გაუკეთებენ ბირკას (ბირკა დაჩიპვა არაა, უბრალო საყურეა, ჩიპი კი კანის ქვეშ თავსდება)
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:48 / 23-11-2017  Image რა ვიცით აჰმედ ჩატაევზე, რომელიც დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს
გაეროს მონაცემებით, ჩატაევის "ანგარიშზე" 130-მდე ადამიანია
11:12 / 23-11-2017  Image რას ნიშნავს პატრიარქის მოსაყდრეობა - თეოლოგის განმარტება
მოსაყდრეს საპატრიარქოში მხოლოდ ადმინისტრაციული საქმის განკარგვის ფუნქცია ენიჭება
13:23 / 23-11-2017  Image უკრაინელმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილზე ყავარჯნით თავდასხმა სცადა
მოსიჩუკმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კორუფციაში დაადანაშაულა და მისკენ ყავარჯნით გაემართა
11:25 / 23-11-2017  Image შს მინისტრის პირველი კომენტარი სპეცოპერაციაზე: "საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან"
შს მინისტრის პირველი კომენტარი სპეცოპერაციაზე: "საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან"
10:16 / 23-11-2016  Image სად მდებარეობს წმინდა გიორგის საფლავი
1871 წელს თავიდან აშენდა ახალი მართლმადიდებლური ტაძარი წმინდა გიორგის საფლავზე
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49