სკანდალური კადრები: "კომედი შოუს" ბიჭებმა ე.წ. კანონიერ ქურდებთან ერთად დაბადების დღე ბერძნულ რესტორანში აღნიშნეს

სკანდალური კადრები: "კომედი შოუს" ბიჭებმა ე.წ. კანონიერ ქურდებთან ერთად დაბადების დღე ბერძნულ რესტორანში აღნიშნეს

ტელეკომპანია "რუსთავი 2 "-ის გადაცემა "კომედი შოუს" ბიჭებმა საბერძნეთის ერთ-ერთ რესტორანში ე.წ. კანონიერ ქურდებთან ერთად დაბადების დღე აღნიშნეს. ღონისძიების ფოტო და ვიდეომასალას უფლებადამცველი ზურაბ ქადაგიძე ავრცელებს.

უფლებადამცველის ინფორმაცით, ფოტო და ვიდეოკადრები საბერძნეთში, რესტორან "ბიზანტიოში" არის გადაღებული. როგორც ვიდეომასალაში ჩანს, "კომედი შოუს" წევრები ვასო ფხაკაძე, ნიკა არაბიძე და ვახო ბიჭიკაშვილი რესტორანში მყოფი ერთ-ერთი პირის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

კადრებში ჩანან ე.წ კანონიერი ქურდი ოთარ დევნოზაშვილი, მეტსახელად "პაპუნა", ე.წ კანონიერი ქურდი ვალერიანე ხარებავა, მეტსახელად "დათო ჩერეპახა სამტრეედსკი", ე.წ კანონიერი ქურდი ლევან ცინცაძე, მეტსახელად "ლევან ტბილისკი", ე.წ კანონიერი ქურდი აბესალომ პაპიაშილი, მეტსახელად "ბესო", ე.წ კანონიერი ქურდი ვალერიან ჯავახაძე, მეტსახელად "ვალერი ქუთაისკი" "ყურშა", ე.წ კანონიერი ქურდი ირაკლი ლეჟავა, მეტსახელად "ლაზარე", ე.წ კანონიერი ქურდი გიორგი ენდელაძე, მეტსახელად "თავა".

"რუსთავი 2"-ის თანამშრომელებისა და ე.წ კანონიერი ქურდების ერთობლივ ფოტო და ვიდეომასალებთან დაკავშირებით უფლებადამცველმა ზურაბ ქადაგიძემ პრესკონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" პრესკლუბში გამართა.

იხილეთ ვიდეო

აჭარა "მწვანე ზონაა" - რეგიონში ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტი განიკურნა

"ჩემი რეკომენდაციაა, ავტობუსში თითო რიგში თითო ადამიანი დაჯდეს" - თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე

"სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს" - თენგიზ ცერცვაძე