"მოკითხვა მატროსოვიდან დამფრთხალებო" - გიგი უგულავა

"მოკითხვა მატროსოვიდან დამფრთხალებო" - გიგი უგულავა

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს, სადაც არსებულ ხელისუფლებას მისი "ფეისბუქ-გვერდის" დაბლოკვასა და გაუქმებაში ადანაშაულებს:

"ივანიშვილს და მის ხელქვეითებს მინდა ვუთხრა - შემდეგში რომ გადაწყვეტთ ჩემი ფეისბუკ გვერდის დაბლოკვასა და გაუქმებას, გახსოვდეთ - 21 საუკუნეა და ციხიდანაც გავაგონებ ხალხს ხმას, რაც არ უნდა იხიმანდროთ! და კიდევ - უფრო მთავარი ის არის, რომ ხალხი თქვენ გაგაგონებთ სულ მალე თავის ხმას! მოკითხვა მატროსოვიდან დამფრთხალებო," - ნათქვამია პოსტში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა. განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯემალ კოპალიანმა გამოაცხადა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ აღნიშნა, განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია