"მოულოდნელად დამეცა მეხი"- "იმედი" საკუთარი "სახეების" წინააღმდეგ და ინგა გრიგოლიას პირველი შეფასებები

"მოულოდნელად დამეცა მეხი"- "იმედი" საკუთარი "სახეების" წინააღმდეგ და ინგა გრიგოლიას პირველი შეფასებები

განახლება| ტოვებენ თუ არა გრიგოლია და ხოფერია "იმედს": პროდიუსერის კომენტარი და ჟურნალისტების შეფასებები შიდადაპირისპირებაზე

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "იმედმა" ინგა გრიგოლიასა და ეკა ხოფერიას გამონათქვამებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ არხის ხელმძღვანელობა ემიჯნება ტელევიზიის წამყვანი ჟურნალისტების მოსაზრებებს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის მცდელობასთან დაკავშირებით[მეტი], გაჩნდა ეჭვი, რომ განცხადება გრიგოლიასა და ხოფერიას გადაცემების დახურვის წინაპირობა შეიძლება გახდეს. რაც შეეხება არხის ჟურნალისტების პოზიციას, ზოგიერთისთვის, მაგალითად დიანა ტრაპაიძისთვის, განცხადება გაუგებარი და უცნაური აღმოჩნდა.

განცხადების გავრცელებისთანავე Ambebi.ge ინგა გრიგოლიასა და ეკა ხოფერიასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მათთან სატელეფონო კავშირი არ ხერხდება. ეკა ხოფერიას ტელეფონი გამორთული აქვს და ვერც ინგა გრიგოლიასთან დაკავშირებას ვახერხებთ.

ერთადერთი სივრცე, სადაც ინგა გრიგოლიამ განცხადებასთან დაკავშირებით საკუთარი გაოცება გამოხატა, "ფეისბუქია". "ასე, მოულოდნელად დამეცა მეხი", - ასე ეხმაურება ერთ-ერთი პოსტის ქვეშ აღნიშნულ თემაზე დისკუსიისას ტელეწამყვანი საკუთარი მეგობრის შეფასებებს.

ამავე დისკუსიაში მოსაზრება დააფიქსირა არხის შაბათის ცენტრალური საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა დიანა ტრაპაიძემ. მისი თქმით, "იმედის" განცხადება უცნაურია, რომელიც განმარტებებს საჭიროებს. რაც შეეხება ამავე დისკუსიაში ნინო ჟიჟილაშვილის კითხვას, პერსონალურად ვინ არის განცხადების ავტორი, ინგა გრიგოლიას ჯერ არ უპასუხია.

განცხადებასთან დაკავშირებით უკვე ცნობილია ეკა ხოფერიას პოზიციაც. ტელეწამყვანი საკუთარ აზრს Facebook-ზე გამოთქვამს და გაკვირვებული აღნიშნავს, რომ არ ახსენდება შემთხვევა, როდესაც ტელევიზია საკუთარ ჟურნალისტებს  გამიჯვნოდეს.

იხილეთ| ეკა ხოფერიას პირველი კომენტარი "იმედის" სპეციალურ განცხადებასთან დაკავშირებით

შეგახსენებთ, რომ "იმედის" განცხადება ბოლო დღეებში არხის ეთერში ინგა გრიგოლიასა და ეკა ხოფერიას გამონათქვამების საპასუხოდ გაკეთდა.

"ტელეკომპანია იმედს სურს დააფიქსიროს თავისი პოზიცია იმ განცხადებების გამო, რომელიც გაისმა იმედის ეთერში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. პარასკევს, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ "ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კატეგორიულად მოსთხოვა გადაცემის ავტორებს, არ გაეშუქებინათ "რეაქციაში" 21 მარტის აქციის თემა.

ასევე, "იმედის კვირაში" წამყვანმა ეკა ხოფერიამ გამოთქვა აზრი, რომ "ხელისუფლებისათვის მიუღებელია ობიექტური "იმედი". ამ განცხადებებმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ერევა არხის სარედაქციო პოლიტიკაში და ცდილობს ჟურნალისტებზე ზეწოლას.

ტელეკომპანია "იმედი" ცალსახად აცხადებს, რომ ჟურნალისტების ეს გამონათქვამები მოკლებულია საფუძველს. არც ხელისუფლებისგან, არც "ქართული ოცნებისგან" და არც რაიმე სხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი არ ქონია "რეაქციის" თემატიკაში ან ზოგადად არხის სარედაქციო პოლიტიკაში რაიმე ფორმით ჩარევას. ტელეკომპანია იმედი იცავს და მომავალშიც დაიცავს საკუთარ სარედაქციო პოლიტიკასა და ჟურნალისტების საქმიანობას გარეშე ჩარევისაგან", - ნათქვამია განცხადებაში.

მეტი ინფორმაციისთვის| განცხადების სრული ტექსტი: "იმედი" ინგა გრიგოლიასა და ეკა ხოფერიას გამონათქვამების გამო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მომზადებულია Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო დისკუსიიდან გამოყენებული ინფორმაციის მიხედვით.

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია