ვინ არის "კანონიერი ქურდი" ლევიკ ზუგდიდსკი: შსს-ს მიერ დაკავებული კრიმინალური ავტორიტეტის კრიმინალური პორტრეტი

ვინ არის "კანონიერი ქურდი" ლევიკ ზუგდიდსკი: შსს-ს მიერ დაკავებული კრიმინალური ავტორიტეტის კრიმინალური პორტრეტი

სამართალდამცავებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი, 1978 წელს დაბადებული ლევან მარღია დააკავეს. მარღია მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან, რუსეთის შსს-ს სისხლის სამართლის განყოფილების თანამშრომლებმა თბილისში დაადეპორტეს.

Ambebi.ge ლევან მარღია შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას შეეცადა. ლევან მარღია კრიმინალურ სივრცეში ცნობილია მეტსახელით "ლევიკ ზუგდიდსკი".

მარღიას დაკავების შემდეგ, რუსი სამართალდამცავების მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ე.წ. კანონიერი ქურდი პოლიციელების შეკითხვებს პასუხობს. ვიდეო მის შესახებ დამატებით მცირე ინფორმაციას იძლევა.

მისი მონაყოლის მიხედვით, ის 1978 წლის 19 იანვარს ზუგდიდში დაიბადა. არის საქართველოს მოქალაქე და აქამდეც აქამდეც ყოფილა ნასამართლევი, - მას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 4 წელი აქვს გატარებული. სამართალდამცავებთან საუბრისას ღიად აფიქსირებს, რომ საკუთარ თავს ე.წ. კანონიერ ქურდად მიიჩნევს.

რაც შეეხება მის კრიმინალურ წარსულს. რუსული მედიის ინფორმაციით, ლევან მარღია ბოლოს საზღვრის ფალსიფიცირებული საბუთებით გადამვეთის მცდელობისას დააკავეს.

მისი "ქურდად კურთხევა", რუსეთში, მესამე იზოლატორში, მერაბ ბახიასა და ზურაბ დგებუაძის მიერ მოხდა.

აღსანიშნავია, რომ მარღიას დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, გივი თარგამაძემ "ფეისბუქზე" სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც სამართალდამცავები "კანონიერი ქურდების" "აორთქლებაში" დაადანაშაულა.

"აი, რისთვის დაითხოვეს პოლიციიდან რუსლან ბაზიაშვილი - იმისათვის, რომ კანონიერი ქურდების მომსახურება შსს-მ დაუბრკოლებლად გააგრძელოს, ეს დეპორტირებულებიც თვითმფრინავიდან აორთქლდნენ და მათ მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია სამსახურის დაკარგვისა და სულაც, დაპატიმრების შიშით პატიოსანმა პოლიციელებმა არ გაასაჯაროვონ.მართლაც, ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო. მაგრამ, მჯერა, პოლიციელთა უმეტესობისთვის ეს პირდაპირი გამოწვევაა და ისინი დაბნელებას არ დაუშვებენ. ნუ შედრკებით, პატრიოტებო, ხელმძღანელობა გებრძვით, მაგრამ თქვენ გვერდში გიდგათ ქართველი ხალხი. დაიცავით თქვენი შვილების მომავალი!", - წერს თარგამაძე.

მოგვაინებით, ე.წ. კანონიერი ქურდის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, თარგამაძემ განაცხადა, რომ ამ დაკავებით ხელისუფლებამ მას "ნიშნისმოგებით" ამცნო: "გივი, ჩვენ ვართ".

"ჩემს დილის პოსტზე სწრაფად ირეაგირეს და ქურდის დაკავება მამცნეს ნიშნისმოგებიანი მინაწერით "გივი, ჩვენ ვართ". ხოდა გპასუხობთ:

კარგია, თუ ხართ, თუ გაიძულეთ, რომ იყოთ. რადგან გაჩნდით, ეგებ ის ოცზე მეტი ქურდიც მოიკითხოთ, სანამ არ იყავით, იმ პერიოდში რომ მოემსახურეთ. და რადგან ამჟამად ხართ, იყავით და შეასრულეთ თქვენი მოვალეობა. თუ აპირებთ, რომ ამ ერთი ფაქტით გაიაროთ, გახსოვდეთ, რომ მე, თქვენგან განსხვავებით, ვიყავი, ვარ და სულ ვიქნები. არ მოგადუნებთ და სასურველ ქურდულ "მალინაში" არ გაცხოვრეთ" - განაცხადა თეარგამაძემ.

იხილეთ "ლევიკ ზუგდიდსკის" დაკითხვის კადრები

მეტი ინფორმაციისთვის| შსს-მ ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია