პოლიციამ კალაშოვი "გოჭოსთან" ერთად გამოიჭირა - "კანონიერი ქურდების" ჩაშლილი თავყრილობა სოჭში

პოლიციამ კალაშოვი "გოჭოსთან" ერთად გამოიჭირა - "კანონიერი ქურდების" ჩაშლილი თავყრილობა სოჭში

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 15 მარტს სოჭში პოლიციელებმა ე.წ. "კანონიერი ქურდების" შეკრება აღკვეთეს. როგორც გაირკვა, თავყრილობას ყველაზე გავლენიანი რუსი "კანონიერი ქურდი" შაქრო კალაშოვიც უნდა დასწრებოდა.

"კრიმინალური მარშალი" ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს, რა დროსაც იგი უხუცეს სოჭელ "კანონიერ ქურდთან", თენგიზ დუმოევთან, იგივე "გოჭოსთან" ერთად იმყოფებოდა. სამართალდამცავების მიერ ჩატარებული რეიდის შემდეგ, დაკავებული კრიმინალები მალევე გაათავისუფლეს.

როგორც ცნობილია, 59 წლის "გოჭო" შაქრო კალაშოვის სანდო წრეს განეკუთვნება და მისი ნდობით აღჭურვილი პირია. გარდა ამისა, ირკვევა, რომ იანვრის შუა რიცხვებში "გოჭო" სტამბულში სხვა ე.წ. "კანონიერ ქურდებს" როვშან ლენკორანსკის, კახა პარპალიას და ნიკა იზრაელსკის შეხვდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია