გურამ დოჩანაშვილი საკუთარ დაბადების დღეს ზუგდიდში აღნიშნავს

გურამ დოჩანაშვილი საკუთარ დაბადების დღეს ზუგდიდში აღნიშნავს

ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი საკუთარ დაბადების დღეს ზუგდიდში აღნიშნავს. მწერალი ქალაქს მეუღლესთან, ნათელა სეფიაშვილთან ერთად ეწვია. დოჩანაშვილი ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზიას სტუმრობდა, სადაც მოსწავლეებმა სადღესასწაულო მიღება მოუწყვეს.

მწერლის პატივსაცემად საგანმანათლებლო დაწესებულების ფასადს ახალი წარწერა: "გურამ დოჩანაშვილი "სამოსელი პირველი", შეემატა. გიმნაზიის დირექტორმა ჯამბული ნაჭყებიამ მწერალს მოზარდი თაობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო, მოოქროვილი სამკერდე ნიშანი და დიპლომი გადასცა.

გურამ დოჩანაშვილი დღეს შეხვედრას გამართავს არტ-გალერეაში. მწერლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო კი კულტურის ცენტრ "ოდიშის" საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია