"ყველას! ყველას! ყველას! - "ასავალ-დასავალის" საგანგებო განცხადება

"ყველას! ყველას! ყველას! - "ასავალ-დასავალის" საგანგებო განცხადება

გამოცემა "ასავალ-დასავალი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის მიზანმიმართულ დაბლოკვაზე საუბრობს.

"ყველას! ყველას! ყველას!

26 მარტს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის პრესკონფერენციაზე მიზანმიმართულად დაბლოკეს "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე და რამდენიმე მედიასაშუალება. პრესის წარმომადგენლებს არ მიეცათ უფლება, დაესვათ უაღრესად აქტუალური შეკითხვები, რომლებიც ეხება უმაღლეს სახელისუფლებო ეშელონებში კორუფციისა და საბოტაჟის ფაქტებს. აშკარა გახდა, რომ ნაცმოძრაობისა და ოცნების წარმომადგენელთა დანაშაულებრივი გარიგებები ემსახურება ერთადერთ მიზანს - ბიძინა ივანიშვილის ზურგსუკან მომზადდეს ახალი ხავერდოვანი გადატრიალება, რომელსაც ქვეყანა და მოსახლეობა უკვე ვეღარ გადაიტანს. ვთხოვთ, ბიძინა ივანიშვილს, დაუყოვნებლივ დაბრუნდეს აქტიურ პოლიტიკაში და ჩაშალოს ავანტიურისტთა მორიგი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ! "ასავალ-დასავალი" შეუვალი იქნება ქართველი ხალხის მოღალატეებისა და მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში! "- ნათქვამია "ასავალ-დასავალის" განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია