ქართული "საუკუნის ძარცვა" ჰოლივუდური სცენარით (ექსკლუზივი)

ქართული "საუკუნის ძარცვა" ჰოლივუდური სცენარით (ექსკლუზივი)

"1997 წელს ეროვნული ზარაფხანიდან 132 ოქროს ზოდი (ოფიციალური მონაცემი) გაიტანეს. საუკუნის ძარცვა 15 წელი გაუხსნელი იყო და მასზე ხელი დიდხანს ჰქონდათ ჩაქნეული, სანამ 2012 წელს ის სრულიად შემთხვევით არ გაიხსნა"

"კილოიანი ოქროს ზოდებით სავსე სეიფების დანახვაზე ემოციებს ვერ ვმალავდით, ამდენი ოქრო ფილმებში თუ გვენახა"

ა.წ. 23 თებერვალს სტამბოლში უცნობმა პირებმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის საიუველირო მაღაზიებიდან 60 კილოგრამამდე ოქრო გაიტაცეს ,,როგორც სამართალდამცავები აცხადებდნენ, ძარცვა პროფესიონალურად იყო შესრულებული. გაჩნდა ეჭვი, რომ იღბლიანი მძარცველები ქართველები უნდა ყოფილიყვნენ, სწორედ ამის გამო სტამბოლის პოლიცია "ქართულ უბნებში" ორი დღე ჩხრეკას ატარებდა. 25 თებერვალს სამართალდამცავებმა უკვე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ თურქული ოქროს გამტაცებლები ქართველები იყვნენ, თუმცა მათ კვალს ჯერჯერობით ვერ მიაგნეს. ნადავლი 2 მილიონი ლირის ღირებულებისაა. თურქულმა მედიამ მომხდარს საუკუნის ძარცვა უწოდა, თუმცა საუკუნის ძარცვა ქართველებმა სამშობლოში ჩაიდინეს, როდესაც 1997 წელს ეროვნული ზარაფხანიდან 132 ოქროს ზოდი (ოფიციალური მონაცემი) გაიტანეს.

საუკუნის ძარცვა 15 წელი გაუხსნელი იყო და მასზე ხელი ჰქონდათ ჩაქნეული, სანამ 2012 წელს ის სრულიად შემთხვევით არ გაიხსნა. იმხანად ციხეში მყოფი ერთი პატიმარი ხშირად იკვეხნიდა, რომ მას ზარაფხანა ჰქონდა გატანილი, თუმცა არავინ უჯერებდა. საქმე ისაა, რომ ეს ყველას პროფესიონალების ნახელავი ეგონა. თუმცა როდესაც გარანტიების სანაცვლოდ, კონკრეტული გვარების დასახელება დაიწყო, სამართალდაცავები მიხვდნენ, რომ სიმართლეს ამბობდა... როგორც აღმოჩნდა, ზარაფხანა კარგად ორგანიზებულ კრიმინალთა დაჯგუფებას კი არა, ერთ ჩაუცმელ-დაუხურავ ადამიანთა ჯგუფს გაუძარცვავს. ამ აღმოჩენამ კრიმინალური სამყაროც გააკვირვა, ქურდული სამყარო ხომ (კანონიერი ქურდი გოგი ჩიქოვანი) დამნაშავეთა კვალს წლების განმავლობაში დაეძებდა. უფრო საკვირველი ის იყო, რომ მძარცველების ჯგუფში ქალიც იყო.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია