ვის დაურეკა გაუჩინარებამდე 19 წლის ბიჭმა, რომელიც 42-დღიანი ძებნის შემდეგ მდინარემ გამორიყა

ვის დაურეკა გაუჩინარებამდე 19 წლის ბიჭმა, რომელიც 42-დღიანი ძებნის შემდეგ მდინარემ გამორიყა

23 მარტს მტკვარმა ადამიანის ცხედარი გამორიყა...

მანამდე კი, 2015 წლის თებერვალში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1996 წელს დაბადებული ილია ნიჟარაძის ძებნა გამოაცხადა. უგზო-უკვლოდ დაკარგული ახალაგაზრდა 2015 წლის 12 თებერვალს, საღამოს სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა. შსს-ს აცხადებდა, რომ 19 წლის ბიჭის პოვნისთვის ყველაფერს აკეთებდა, 24-საათიან რეჟიმში ძებნამ და სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულმა მასალამ შედეგი ვერ გამოიღო... 23 მარტს კი გაირკვა, რომ მდინარემ სწორედ 19 წლის ილია ნიჟარაძის ცხედარი გამორიყა.

12 თებერვალს, როდესაც ბიჭი შინ არ დაბრუნდა, შეშფოთებულმა ახლობლებმა ჯერ მის მეგობრებს მიაკითხეს და როცა აღმოჩნდა, რომ უახლოესმა მეგობრებმაც კი ბიჭის შესახებ არაფერი იცოდნენ, პოლიციას სთხოვეს დახმარება. ოჯახს ილიას პოვნის იმედი ბოლმდე არ დაუკარგავს, მაგრამ... გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა მის ახლობლებსა და მეგობრებს უჭირთ დაჯერება, რომ ილიამ თავი მოიკლა. ბიჭს თანატოლებისგან მხიარული ხასიათი და ხალასი იუმორი გამოარჩევდა. მეგობრები ამბობენ, რომ მათი თავყრილობების სული და გული ილია იყო. მისი ბოლო აქტიურობა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" 2015 წლის 5 თებერვლით თარიღდება, ილაის ე.წ. "ქავერის" ფოტო შეუცვლია, ცოტა ძველი ქრონიკის მიხედვით კი, რამდენიმე მოსწრებული სტატუსი გამოუქვეყნებია. ასევე გამოქვეყნებული აქვს ინფორმაცია, რომ უსმენდა ალუდა ქეთელაურს, რომელმაც ასევე პატარა ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ბიჭი საქართველოს ე.წ. ალასანიას უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც ილიას მასწავლებლებიც და კურსელებიც მხოლოდ დადებითად ახასიათებენ. ილია სენაკიდან იყო და ვარკეთილში მამიდასთან ცხოვრობდა. ჰყავს ტყუპის ცალი ძმა.

ილია ნიჟარაძის მეგობარი:

- ილიას თავი როგორ უნდა მოეკლა, არ ვიცი. უნივერსიტეტში თუკი რაიმე სტუდენტური ღონისძიება იყო, ეგ აკეთებდა. საქველმოქმედო საღამოც მოაწყო. თავი რატომ უნდა

მოეკლა? იმ დღეს, როცა ილია დაიკარგა, უნივერსიტეტში არ ვყოფილვარ, მაგრამ ბიჭება მითხრეს, რომ ნახეს და ძალიან კარგ ხასიათზე იყოო. კაცი რომ კარგ ხასიათზეა, ის თავის მოსაკლავად წყალში რატომ უნდა გადახტეს?!

პ.ს. როგორც ილია ნიჟარაძის ახლობლები ამბობენ, ის სახლიდან გასვლის წინ, ვიღაცას ურეკავდა, რომელსაც, სავარაუდოდ, უნდა შეხვედროდა; თუ ვის უნდა შეხვედროდა, იმედია, გამოძიება დაადგენს.

სრულად წაიკითხეთ www.kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია