რომელ უბნებს შეუწყდება ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება

რომელ უბნებს შეუწყდება ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება

თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება სამხედრო ქალაქის, ქეთევან წამებულის გამზირის, საექიმოს და დოდაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00-დან 15:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება მოსკოვის გამზირს შეუწყდება. 10:00-დან 16:00 საათამდე კი, შეზღუდვა შინდისის, ამაღლების, ოქროყანის, მესხის, შხეფის და გერგეთის ქუჩებს შეეხება. გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00-დან 16:00 საათამდე, ელექტროენერგია არ მიეწოდება ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონს.

სარელეო დაცვის შემოწმების მიზნით, 11:00-დან 15:00 საათამდე, 1-საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს შეეხებათ.

ხვალვე, გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება წერეთლის გამზირის, ევდოშვილის, სოხუმის, ზუგდიდის, თევდორე მღვდლის და ბაგრატიონის ქუჩების მაცხოვრებლებს შეუწყდება. 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიღმის მასივის III, IV კვარტლებს, მიქელაძის და ბელიაშვილის ქუჩებს, ვაშლიჯვრის დასახლებას, გელოვანის, გოძიაშვილისა და სარაჯიშვილის ქუჩებს.

ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების გამო, 11:00-დან 15:00 საათამდე ზემო ვეძისის, ლვოვის და ვაზისუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს ელექროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია