დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა გართულებულია - მერია საცობის გამომწვევი მიზეზის შესახებ

დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა გართულებულია - მერია საცობის გამომწვევი მიზეზის შესახებ

ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩასა და მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე საცობია. საცობი სავარაუდოდ, მეტეხის გვირაბთან არსებული ხიდის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს უკავშირდება.

მერიის ინფორმაციით, ხიდი ლაბორატორიულად შემოწმდა და, არსებული მძიმე მდგომარეობის გამო, მისი აღდგენა აუცილებელია.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის თქმით, ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზის მხოლოდ ერთი ნაწილია დაკეტილი. მისი რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ხიდის მეორე ნაწილის კაპიტალური შეკეთება დაიწყება. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია იალბუზის ქუჩიდან მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. შეცვლილი მარშრუტით მოძრაობს როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია