"მომავალში ვხედავ განსასჯელთა სკამზე ადამიანთა ჯგუფს, რომელთაც გაასამართლებენ" - ვისზე საუბრობს ლელა კაკულია

"მომავალში ვხედავ განსასჯელთა სკამზე ადამიანთა ჯგუფს, რომელთაც გაასამართლებენ" - ვისზე საუბრობს ლელა კაკულია

ლელა კაკულიას გაზეთის რედაქტორი, ირმა გელაშვილი  ქართველი წინასწარმეტველის მიერ 2001 წლის 26 მაისს გაკეთებულ პროგნოზებს აქვეყნებს "რაოდენ ზუსტად არის აღწერილი 14 წლის წინ ის სურათი, რომელიც ახლა იხატება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში":

"ვხედავ, მომავალში სამხედრო სფეროში კადრების ცვლა, სურთ თუ არა, მაინც იქნება. თავდაცვის მინისტრს დიდი ოპოზიცია ჰყავს. მათთან მისი პოლიტიკა არ არის გამართლებული. მან უნდა დატოვოს პოსტი! დღეს, ფაქტობრივად, ჯარი არ გვყავს. რადგან უჯაროდ ქვეყანა არ არსებობს, ამიტომ, ვხედავ, მომავალში ბიუჯეტის დიდი ნაწილი ჯარს გადაეცემა. თუ ქართული ჯარი არ მომაგრდა, მაშინ ყოველივე წყალშია ჩაყრილი; მითუმეტეს, წინ აფხაზეთი, სამაჩაბლო და ა.შ. გვიდევს.

სამინისტროში ძალიან სწრაფად შეიცვლება ყოველივე. ძველები მიდიან, მეამბოხეებს არ გააჩერებენ. ეს საკითხი მალე მოიხსნება მსოფლიოს დღის წესრიგიდან, ჯარში კი დაიწყება გამოძიება. ვინ ჭამს, ან სად მიდის ის თანხები, რომელიც ჯარისთვის იყო გამოყოფილი? ეს უკვე სერიოზულია. პრეზიდენტი (იგულისხმება სახელმწიფოს პირველი პირი, მმართველი. – ი.გ.) არავის ინდობს. აქ პრემიერის გუნდი არაფერ შუაშია. უბრალოდ, ჯარში არსებულ კორუფციას კარგი "დაცვა" ჰყავს მთავრობაში, რომლებიც ცდილობენ, პოლიტიკური სახე მისცენ ამ საკითხს. ეს თითქოს ყველას აწყობს მორიგი პოლიტიკური ბინძური თამაშისთვის, მაგრამ ასე არ არის. პირველ რიგში, აქ, ამ სფეროში უნდა აღმოიფხვრას კორუფცია. ამიტომ მომავალში ვხედავ განსასჯელთა სკამზე ადამიანთა ჯგუფს, რომელთაც გაასამართლებენ და ნახავთ, რა ციფრებს დაასახელებენ! ისინი დაისჯებიან" - ნათქვამია კაკულიას წინასწარმეტყველებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია