როგორ კეთდება ბიზნესი ჰაერში?

როგორ კეთდება ბიზნესი ჰაერში?

მისი კომპანია ბაზარზე უკვე 20 წელზე მეტია არსებობს. დარგის სტრატეგიულობიდან გამომდინარე მისი საქმიანობა არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი. მათ შორის პოლიტიკურ დონეზე. როგორ კეთდება ბიზნესი ჰაერში. ამის შესახებ კომპანია "აირზენას" დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა "პალიტრა TV"-ს გასაცემა "ბიზნეს- PRESS"-ში, 23 მარტს 22:30 საათზე ისაუბრა.

-ამბობენ, რომ ფული ჰაერიდან არ მოდის, მაგრამ როგორ კეთდება ფული ჰაერში?

-მე მინდა გითხრათ, რომ ფული ჰაერში არ არის, ფული დედამიწაზეა, ფული მიწაზე იშოვება. ამიტომ ჰაერში ფული ძალიან ძნელი საშოვნია. ბიზნესიც ძალიან მძიმეა, საავიაციო ბიზნესი ერთ-ერთ უმძიმეს ბიზნესად მიიჩნევა მსოფლიოში.

- იყო პერიოდი, როცა "აირზენა" ქართული ავიაციის ფლაგმანი იყო. როგორ გახდა "აირზენა" ქართული ავიაციის ფლაგმანი?

-სიტყვა ფლაგმანი არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში რა როლს თამაშობს ავიაკომპანია. მე ვთვლი, რომ ჩვენ დღესაც ფლაგმანები ვართ იმიტომ, რომ ჩვენ ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელსაც საქართველოში მეტი არავინ აკეთებს.

-ანუ?

- ყველასთვის ცნობილია, იგივე 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით. ქვეყანაში ყველა ავიაკომპანიამ შეწყვიტა ფრენა, ერთადერთი ჩვენ დავფრინავდით და ერთი საათით დაგვიანებაც კი არ გვქონია. ყველა რეისს განრიგის მიხედვით ვასრულებდით.

- იმ პერიოდში კომპანია "აირზენა", ფაქტობრივად, ბაზრის მონოპოლისტი იყო.

-მონოპოლისტი არასდროს ყოფილა.

-ბაზრის მნიშვნელოვანი წილი ეკავა...

-ეს არასდროს ყოფილა, საავიაციო წესით და კანონით, რომელსაც საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციები წერენ, ჩვენ ბაზრის წილი 50 %-ზე მეტი არასდროს გვქონია. და ჩვენ არასდროს ვიყავით მარტო - პარიტეტზე ფრენდნენ უცხოური კომპანიები. როცა მარტო არ ხარ და მარტო არ ფრენ, ეს უკვე მონოპოლისტობა არ არის.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია