როგორ შევინარჩუნოთ ოჯახი და ცოლქმრული სიყვარული - ცოლქმრული ცხოვრება მამაკაცის თვალით

როგორ შევინარჩუნოთ ოჯახი და ცოლქმრული სიყვარული - ცოლქმრული ცხოვრება მამაკაცის თვალით

12-წლიანი ქორწინება ბევრ რამეს გასწავლის და განგაცდევინებს. ოჯახის ფასსაც უკეთ გაიგებ და მიხვდები, რატომ უნდა იბრძოლო ყოველთვის მის შესანარჩუნებლად. როცა ხელი ვთხოვე და მან "ჰო" მიპასუხა, 20 წლისანიც არ ვიყავით. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, მაგრამ თურმე ეს ძალიან ცოტაა ოჯახის შესაქმნელად.

12 წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლეთ და ქორწინების შესახებ 12 მნიშვნელოვანი აღმოჩენა გავაკეთეთ.

1. ოჯახური მოვალეობების თანაბრად განაწილება გამორიცხულია

თავიდან ქორწინება თამაშივით იყო. მე გავაკეთებ ამას, შენ - იმას, მე თუ 20 მოვალეობას შევასრულებ, შენც 20 საქმე უნდა გააკეთო... ნუ მიუდგებით ოჯახურ ყოფას ციფრებით. ზოგჯერ საქმის განაწილება 90/10-ზეც შეიძლება იყოს, მაგრამ დღეს ხვალე ცვლის და არავინ იცის წინასწარ, რომელს რა ტვირთის ზიდვა მოუწევს.

2. დაიტოვეთ ადგილი თავგადასავლებისთვის

ქორწინების პირველ ხანებში კიდეც ვსეირნობდით და სანთლების შუქზეც ვვახშმობდით. როცა შვილები გვეყოლა, იმდენი მოვალეობა დაგროვდა, რომ ურთიერთობაში ცეცხლის შენარჩუნებას ვეღარ ვახერხებდით. ბევრჯერ გავცივდით ერთმანეთის მიმართ. თანდათან მივხვდით - ამ საოცარი ცეცხლის შესანარჩუნებლად აუცილებლად პარიზში მოგზაურობა არ არის საჭირო. ადგილობრივ სასტუმროშიც შეიძლება "გაძრომა", ერთი საღამოთი ძიძასაც "გაუძლებენ" ბავშვები... ერთი სიტყვით, თუნდაც იშვიათად, მაგრამ თავგადასავალი მაინც აუცილებელია.

3. არ გადაეჩვიოთ ერთმანეთის კოცნას

სრულყოფილებამდე ბევრი მიკლია, მაგრამ შინ მისვლისთანავე ყოველთვის ვკოცნი ჯერ ცოლს, შემდეგ - შვილებს. ამ წვრილმანებს სინამდვილეში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კარგი მამობა ცოტაა, კარგი ქმარიც უნდა იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ერთი სახლის ბინადრები ვიქნებით, რომლებიც შვილებს ერთად უვლიან.

4. გაძლება - ამაზე ზუსტი სიტყვა არ არსებობს

სიყვარული ძალიან ადვილია, როცა ყველაფერი ისედაც კარგად გაქვს, მაგრამ ძალიან ძნელია, როცა შვილს კარგავ, ან ფინანსურ კრახს განიცდი, ან როცა შენი საშინელი საიდუმლო მჟღავნდება. ზღაპრები მხოლოდ ფილმებშია, რეალური ცხოვრება კი გაცილებით ქაოტური და რთულია. ამიტომ მოთმინება გამოიჩინეთ, როცა ოჯახში მძიმე დღეები ხდება.

5. ცხოვრება მომენტებისგან შედგება

შვილის შეძენა, ახალი სახლის ყიდვა... ღირსშესანიშნავ მომენტებს ცოლ-ქმარს რა გამოულევს, თუმცა ძირითადი ცხოვრება მაინც რუტინულ ყოფაში გადის. ვნანობ, რომ ბევრი წვრილმანი, მაგრამ ლამაზი მომენტი გამოვტოვე სამუშაოს და მეტი ანაზღაურების გამო.

6. სიახლოვე და გვერდით ყოფნა სულ სხვადასხვა რამეა

სახლში დროულად დაბრუნება, ძიძის აყვანა იმისთვის, რომ ცოლთან ერთად სადმე წახვიდე, კარგი საქციელია. თუმცა ფიზიკურად ახლოს ყოფნა ემოციურ სიახლოვეს მაინც არ ნიშნავს. ტელეფონში ყურების ნაცვლად, ცოლის თვალებში ჩაიხედეთ, ფეისბუქის პოსტების ნაცვლად კი მისი გულის ხმას უსმინეთ.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია