გერმანიის საფეხბურთო ნაკრები თბილისში და ფანების დახვედრა

გერმანიის საფეხბურთო ნაკრები თბილისში და ფანების დახვედრა

დღეს საღამოს თბილისს გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ეწვია. მსოფლიოს ჩემპიონებმა აეროპორტიდან გეზი პირდაპირ სასტუმრო "რედისონისკენ" აიღეს.

გერმანელთა დელეგაციას ჯერ აეროპორტში, შემდეგ კი სასტუმროსთან დახვედრა ქართველმა გულშემატკივრებმა მოუწყვეს. გერმანიის ნაკრების რამდენიმე ათეული ფანი გერმანიის ნაკრების ფორმაში, ხელში პლაკატებითა და ამ ქვეყნის დროშებით შეეგება სტუმრებს.

ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში საქართველო-გერმანიის მატჩი 29 მარტს, "დინამო არენაზე" გაიმართება. გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მატჩისწინა პრესკონფერენციას 28 მარტს, 12:00 საათზე გამართავს, სტუმართა გუნდი კი ოფიციალურ ვარჯიშს "დინამო არენაზე" 17:00 საათზე ჩაატარებს.

საქართველოსა და ფიფას რეიტინგის ლიდერის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია