ქართველი ფანების სამარცხვინო კომენტარები გერმანიის ნაკრების "ფეისბუქის" გვერდზე

ქართველი ფანების სამარცხვინო კომენტარები გერმანიის ნაკრების "ფეისბუქის" გვერდზე

27 მარტს საღამოს, თბილისს გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ეწვია. მსოფლიოს ჩემპიონებმა აეროპორტიდან გეზი პირდაპირ სასტუმრო "რედისონისკენ" აიღეს.

გერმანელთა დელეგაციას ჯერ აეროპორტში, შემდეგ კი სასტუმროსთან დახვედრა ქართველმა გულშემატკივრებმა მოუწყვეს. გერმანიის ნაკრების რამდენიმე ათეული ფანი გერმანიის ნაკრების ფორმაში, ხელში პლაკატებითა და ამ ქვეყნის დროშებით შეეგება სტუმრებს [იხილეთ ფოტოგალერეა], თუმცა განსხვავებულია განწყობა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე", სადაც გერმანიის ნაკრების ოფიციალურ გვერდზე ქართველმა ფანებმა მეტოქეებს უხამსი კომენტარები დაახვედრეს.

იხილეთ ვიდეო| გერმანელების თვალით დანახული თბილისი და ქართველების დახვედრა მეტოქე ნაკრებს

შეგახსენებთ, რომ გაზეთი "კვირის პალიტრა" საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს გერმანიასთან მატჩის დღეს საქართველოს დროშებს საჩუქრად გადასცემს.

"დინამო არენაზე" მისულ ქომაგებს სკამებზე "კვირის პალიტრის" მიერ ნაჩუქარი დროშები დახვდებათ. საქართველოს დროშას 4500-ზე მეტი ადამიანი მიიღებს.

"კვირის პალიტრა" მოუწოდებს ქომაგებს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის დროს გულშემატკივრებმა დროშები აღმართონ და უფრო გაალამაზონ "დინამო არენაზე" გასამართი მატჩი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია