სპეციალისტები ზაფხულში ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას პროგნოზირებენ

სპეციალისტები ზაფხულში ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას პროგნოზირებენ

ქართული ლარი გაუფასურებას განაგრძობს. პირველი მარტიდან დღემდე ვალუტის კურსი 2,7%-ით დაეშვა. თუკი მარტის დასაწყისში ერთი დოლარი 2,16 ლარი ღირდა, ახლა ის 2,22 ლარი ღირს. მთავრობის წევრები ლარის მცირედით გამყარების იმედს ისევ იძლევიან, თუმცა პირდაპირ ამბობენ, რომ ძველ ნიშნულს ეროვნული ვალუტა აღარ დაუბრუნდება.

სავალუტო სტაბილიზაცია აპრილიდან დაიწყება, ხოლო ზაფხულში გაცილებით უკეთესი ვითარება იქნება. ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამის მიზეზი ქვეყანაში უცხოური ვალუტის დიდი რაოდენობით შემოდინება გახდება. ”ლარის გამყარება შესაძლებელია. ზაფხულის პერიოდში ჩვენ ველოდებით უცხოური ვალუტის უფრო დიდ შემოდინებას, ამიტომ ლარის გამყარება მართლაც შესაძლებელია. შემდგომში უკვე ეროვნული ბანკის განსასაზღვრი იქნება, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევისათვის გაამყარებს ლარს თუ შეიძენს ჭარბ ვალუტას,”-განაცხადა კვირიკაშვილმა.

გამართლდება თუ არა, კვირიკაშვილის პროგნოზი და გამყარდება თუ არა ლარი ზაფხულში, ამას 2 თვეში ვნახავთ. დღეს კი ლარი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებისგან განსხვავებით, დოლართან მიმართებაში ისევ სუსტდება. რუსული რუბლი ბოლო პერიოდში 5 პუნქტით გამყარდა. თუ მარტის დასაწყისში ერთი დოლარი 61,27 რუბლი ღირდა, ახლა მისი ფასი 56,42 რუბლია. 4 პუნქტით გამყარდა გრივნაც. 4 კვირის წინ ერთი დოლარი 27,76 გრივნად ფასობდა, ახლა ერთი დოლარის შეძენა 23,50 გრივნადაა შესაძლებელი.

მანათი-გრივნას ანალოგიურად გამყარდა სომხური დრამიც. ერთი თვის წინ ერთი დოლარი 478 დრამი ღირდა, ახლა - 471 დრამი ღირს. ამ პერიოდში დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა ბელორუსული რუბლიც და აზერბაიჯანული მანათი. შესაბამისად, მთავრობის მანამდელი არგუმენტი, თითქოს ლარის ვარდნის ერთერთი მთავარი მიზეზი მსოფლიოსა და განსაკუთრებით სამეზობლოში დოლარის პოზიციების გამყარებაა, ნაკლებად გამოდგება. ყველა ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტებთან დოლარმა პოზიცია დათმო. დოლარის შესუსტება ჯერ არ ასახულა ქართულ ლარსა და თურქულ ლირაზე. მარტში ლირა - 3,1%-ით, ლარი კი 2,7%-ით დაეცა. სპეციალისტების პროგნოზით, ქართული ლარი მომავალში კიოდევ უფრო გაუფასურდება, დოლარის შესუსტება-გაძლიერება კი მასზე მნიშვნელოვან ასახვას ვერ ჰპოვებს, რადგან ქართული ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკაში სუსტადაა ინტეგრირებული და გარდა ამისა, საქართველოში კურსის ფორმირება გარკვეული გარიგეგებით და სპეკულაციურად ხდება.

სრული ტექსტი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია