ქართველი სტუდენტების კრეატიული პროტესტი ლექტორს, რომელმაც ისინი "გამოშტერებულ ნეხვებად" მოიხსენია

ქართველი სტუდენტების კრეატიული პროტესტი ლექტორს, რომელმაც ისინი "გამოშტერებულ ნეხვებად" მოიხსენია

"აი, ახლა რომ გავიგო, ჩემს ყურებს მოსწვდეს, რომ ავადმყოფობაში, რომელზეც მქონდა ოფიციალური ბიულეტინი, კიდე შემეძლო, არც მოვრჩი ჯერ და საქმის გამო კიდე ავადმყოფი მაინც გავდივარ და ან სტუდენტმა ან ადმინისტრაციამ ან რომელიმე "ვითომკოლეგამ" რამე იწუნკლა და იწუპაკა, არ ვაპატიებ და მწარედაც დაუჯდებათ - თან ძალიან!!!

ისედაც ბევრი რამე გადავაფასე ამ ავადმყოფობაში და მივხვდი, როგორ უნდა მოიქცე ან აქამდე როგორ უნდა მეცხოვრა.

როცა მივხვდი, ეს ბევრს ნიშნავს და ბევრ ცუდად დაუმთავრდება არაკეთილშობილება, თუ გავიგე.

უსაფრთხო გარეგნობა არ ნიშნავს უსაფრთხების გარანტიას, ზოგჯერ პირიქით.

ეს დიდი და წვრილი წუნკლების, ანუ ვარდთა (ჰიტლერის "სტავკასავით" პარაზიტულად სულ ტყუილად გაბერილი სამდივნოს შტატების და ავანტურისტობით გალერექტორებული) და ნეხვთა (გამოშტერებული სტუდენტების) გასაგონად", - ეს სტატუსი, რომლის სტილი დაცულია როგორც შინაარსობრივად, ასევე მართლწერის თვალსაზრისით, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ახალი ქართული ლიტერატურის ლექტორს ეკუთვნის.

მისმა ამ სტატუსმა სტუდენტებში ლოგიკური პროტესტი გამოიწვია და შედეგად, აუდიტორიაში მისულს ის  კრეატიული საპროტესტო გზავნილები დაახვედრეს, რომელსაც ფოტოზე იხილავთ.

ირაკლი კუპრაძე, სტუდენტი:

დღეს ეს სიტუაცია და ცარიელი აუდიტორია დაახვედრეს სტუდენტებმა ლექტორს, რომელსაც სტუდენტები გამოშტერებულებად და ნეხვებად ესახება.

ეს ქალბატონი, თსუ-ის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ლექტორია საგანში "ახალი ქართული ლიტერატურა".

მომზადებულია Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო სტატუსის მიხედვით

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია