სავაჭრო ცენტრ "დიდუბე პლაზას" ეზოში პროექტ "მაკულიტერატურის" აქცია მიმდინარეობს

სავაჭრო ცენტრ "დიდუბე პლაზას" ეზოში პროექტ "მაკულიტერატურის" აქცია მიმდინარეობს

სავაჭრო ცენტრ "დიდუბე პლაზას" ეზოში პროექტ "მაკულიტერატურის" აქცია მიმდინარეობს. სავაჭრო ცენტრის ეზოში საკმაოდ ბევრი ადამიანი მივიდა, რომლებსაც მიტანილი აქვთ მაკულატურა და მისი სასურველ წიგნში გადაცვლა სურთ.

როგორც სავაჭრო ცენტრის ეზოში შეკრებილები აცხადებენ, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი აქციაა, განსაკუთრებით კი იმას მიესალმებიან, რომ მაკულატურის ჩაბარებით და მსგავსი აქციით ხეების გადარჩენა ხდება.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე თამარ გაგოშიძე აცხადებს, მან 56 კილოგრამი მაკულატურა მოიტანა და ამით სასურველი წიგნის წაღება სურს.

"ამ აქციის შესახებ ინტერნეტით გავიგე. ძალიან მიხარია, რომ მსგავსი აქცია იმართება, რადგან სრულიად გამოუყენებელი ქაღალდის ფურცლების და ძველი წიგნების ნაცვლად, მე, შემიძლია ახალი და ჩემთვის სასურველი წიგნი მქონდეს", - განაცხადა თამარ გაგოშიძემ.

28 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, პროექტი "მაკულიტერატურა" აქციას მართავს "დედამიწის საათის" დღესთან და "პალიტრის" 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით. პროექტი "მაკულიტერატურა" საზოგადოებას სთავაზობს აქციას ერთი კვირის განმავლობაში, 1 კილოგრამი მაკულატურა გაიცვლება 1 ლარის ღირებულების წიგნზე.

აქციის მონაწილეებს საშუალება აქვთ აირჩიონ სასურველი წიგნი 500-ზე მეტი დასახელების ჩამონათვალიდან.

"პალიტრა მედიის" პროექტის "მაკულიტერატურის" პრეზენტაცია 2012 წელს თბილისის წიგნის ფესტივალზე მოეწყო და არსებობას დღემდე წარმატებით აგრძელებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია