მოკლული ბიზნესმენის და და მეგობარი მკვლელს ასახელებენ - "მისი ბანდები თბილისში დღესაც დათარეშობენ"

მოკლული ბიზნესმენის და და მეგობარი მკვლელს ასახელებენ - "მისი ბანდები თბილისში დღესაც დათარეშობენ"

ბესო ხარძიანის მეგობრის, ირაკლი კორძაიას განცხადებით, მომხდარი უკავშირდება ბესო ხარძიანის ერთადერთ მტერს, გიორგი უდესიანს, რომელიც ახლა საზღვარგარეთ იმყოფება. მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ წითელ ცირკულარში ჩაესვა და უდესიანზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო.

"პირდაპირი გაგებით, მისი ბანდები თბილისში დღესაც დათარეშობენ. ამის შესახებ იციან ძალოვანებმა, ადამიანები, რომლებიც ახლაც მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და აკეთებენ "ნაციონალური მოძრაობის" და წინა ხელისუფლების დამნაშავე ადამიანების საქმეებს. მფარველობენ, თვალებს ხუჭავენ, ხელს უწყობენ მათ", - აღნიშნა ირაკლი კორძაიამ.

მისივე თქმით, ბესო ხარძიანის მეგობრები ითხოვენ, დააკავონ გიორგი უდესიანი, დაიწყოს მასზე სისხლის სამართლის დევნა და ჩამოიყვანონ საქართველოში.

გიორგი უდესიანს ადანაშაულებს გარდაცვლილის და, მაია ხარძიანიც.

"კვალი მხოლოდ ერთი მკვლელისკენ მიდის. ერთი მკვლელისკენ, რომელიც მაშინაც კლავდა ციხეში ჩემს ძმას და გარეთაც ანალოგიური ჩაატარა. ვთხოვ მთავრობას, მაქსიმალურად ჩაატაროს გამოძიება. ეს მის ქონებას უკავშირდება და ეს მისმა პარტნიორმა, გიორგი უდესიანმა მოახდინა. თუ თვითონ არ გაუკეთებია, მაშინ მაქსიმალურად მოიძიოს, ვინ არის მკვლელი", - ამბობს გარდაცვლილი ხარძიანის და.

მეტი ინფორმაციისთვის| ვინ არის გიორგი უდესიანი, რომელსაც მოკლული ბიზნესმენის და მკლელობაში ადანაშაულებს - "ზონდერების მეთაური, მიტინგების დამრბევი ჯალათი"

იხილეთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ბიზნესმენის მკვლელობის შესახებ თეგზე #ბესიკ ხარძიანი

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია