საქართველოსთან ფრე სიზმარშიც კი კოშმარია! - იოახიმ ლიოვი

საქართველოსთან ფრე სიზმარშიც კი კოშმარია! - იოახიმ ლიოვი

28 მარტს, გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა საქართველოსთან ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ, სასტუმრო "რედისონის" საპრესკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენცია გამართა.

"თბილისში ძალიან გულისხმიერი დახვედრა მოგვიწყვეს. საქართველოსა და გერმანიას ფეხბურთის საკითხში კარგი უერთიერტობა აქვთ. ჩემს მშობლიურ ქალაქ ფრაიბურგში თამაშობდნენ ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი. ამასთან, კლაუს ტოპმიოლერი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გულისხმიერი დახვედრისთვის.

პოლონეთთან შარშანდელი წარუმატებლობის შემდეგ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია წელს წარმატებით ვითამაშოთ. მომდევნო მატჩში სამი ქულა უნდა ავიღოთ და ხვალ

ამის გაკეთებას ვაპირებთ.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს დაცვაში. გვახსოვს ესპანეთსა და საფრანგეთთან თქვენი მატჩები. ჩვენ თავდასხმაში გაცილებით მეტი შრომა დაგვჭირდება, ვიდრე ავსტრალიასთან ახლახან ჩატარებულ შეხვედრაში. მოგება არც ისე ადვილი იქნება. სამი ქულის მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება.

ქართველები ევროპის ლიგებში თამაშობენ და ასე ადვილად არ მოგვცემენ მოგების საშუალებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შინ სამი ქულით დავბრუნდეთ. ვეცდებით, საქართველოს ნაკრებთან გაცილებით უკეთ ვითამაშოთ, ვიდრე ავსტრალიასთან მატჩში ვითამაშეთ

ვიცით, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია, ბევრი ქომაგი იქნება და ამას უნდა გავუმკლავდეთ, გულშმეატკივარი ხომ ძალიან დიდი ფაქტორია.

sportall.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია