"ყველას უყვარს მსოფლიოს ჩემპიონები, მაგრამ ჩვენი ქვეყანა უნდა გვიყვარდეს"

"ყველას უყვარს მსოფლიოს ჩემპიონები, მაგრამ ჩვენი ქვეყანა უნდა გვიყვარდეს"

28 მარტს, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ, გერმანიასთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მანამდე "დინამო არენაზე" ვარჯიში გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა გამართეს.

"ყველამ ვიცით რა მატჩი გველის 29 მარტს. სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, ხვალინდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის

ნაკრებისთვის. ჩვენც საგულდაგულოდ ვემზადებით ამ მატჩისთვის.

ეს ორი დღე ოპტიმიზმის საბაბს მაძლევს, რომ ძლიერი ნაკრებს ჩამოვაყალიბებთ. საბოლოო შედეგი აუცილებლად იქნება.

მატჩისთვის ვემზადებით, გავანალიზეთ გერმანიის ნაკრების თამაშები და შევეცდებით, მათთან დადებით შედეგს მივაღწიოთ.

უკვე ვიცით, თუ როგორი სათამაშო სქემით ვითამაშებთ და თუ არ დაგვჭირდა, მას არ შევცვლით, მაგრამ თუკი საჭირო გახდა, არც მისი შეცვლა იქნება პრობლემა.

დაცვაზეც ვიქნებით ორიენტირებულნი და შევუტევთ კიდეც. ჩვენთვის დადებითი შედეგი გამარჯვება იქნება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთმ რომ მსოფლიოს ჩემპიონს ვეთამაშებით.

ხვალიდენლ მატჩში მიღწეული კარგი შედეგი დაუბრუნებს ჩვენს ბიჭებს თვითრწმენას და ეს მუხტი საერთო საქმისთვის წაგვადგება.

ყველას უყვარს მსოფლიოს ჩემპიონები, მაგრამ ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა გვიყვარდეს", - თქვა ცხადაძემ.

ასევე იხილეთ: საქართველოსთან ფრე სიზმარშიც კი კოშმარია! - იოახიმ ლიოვი

sportall.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია