დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება

დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ამერიკულ ვალუტასთან მიმართებაში, თითქმის 5-6 პუნქტით გამყარდა ევრო. გაძლიერდა რუსული რუბლი, აზერბაიჯანული მანათი, უკრაინული გრივნა და სომხური დრამიც კი. ქართულ ლარსა და თურქულ ლირაზე კი დოლარის პოზიციების შესუსტება ჯერ არ ასახულა, პირიქით, მარტში ლირა - 3,1%-ით, ლარი კი 2,7%-ით დაეცა. სპეციალისტების პროგნოზით, ლარზე დოლარის საერთაშორისო შესუსტება გავლენას არც მომავალში მოახდენს და ეროვნული ვალუტა გაზაფხულის მიწურულს შეიძლება კიდევ უფრო დაეცეს.

ქართული ლარი გაუფასურებას განაგრძობს. პირველი მარტიდან დღემდე ვალუტის კურსი 2,7%-ით დაეშვა. თუკი მარტის დასაწყისში ერთი დოლარი 2,16 ლარი ღირდა, ახლა ის 2,22 ლარი ღირს. მთავრობის წევრები ლარის მცირედით გამყარების იმედს ისევ იძლევიან, თუმცა პირდაპირ ამბობენ, რომ ძველ ნიშნულს ეროვნული ვალუტა აღარ დაუბრუნდება.

სავალუტო სტაბილიზაცია აპრილიდან დაიწყება, ხოლო ზაფხულში გაცილებით უკეთესი ვითარება იქნება. ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამის მიზეზი ქვეყანაში უცხოური ვალუტის დიდი რაოდენობით შემოდინება გახდება. "ლარის გამყარება შესაძლებელია. ზაფხულის პერიოდში ჩვენ ველოდებით უცხოური ვალუტის უფრო დიდ შემოდინებას, ამიტომ ლარის გამყარება მართლაც შესაძლებელია. შემდგომში უკვე ეროვნული ბანკის განსასაზღვრი იქნება, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევისათვის გაამყარებს ლარს თუ შეიძენს ჭარბ ვალუტას,"-განაცხადა კვირიკაშვილმა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია