"საქართველოში კრიმინალი წელში გატეხა ავტორიტარული და ქარიზმატული სტილის ლიდერმა სააკაშვილმა" - ვახტანგ რჩეულიშვილი ხარძიანის მკვლელობაზე

"საქართველოში კრიმინალი წელში გატეხა ავტორიტარული და ქარიზმატული სტილის ლიდერმა სააკაშვილმა" - ვახტანგ რჩეულიშვილი ხარძიანის მკვლელობაზე

ვახტანგ რჩეულიშვილი ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკლელობას ეხმაურება და ხელისუფლებას კრიმინალთან ბრძოლისკენ მოუწოდებს:

"წითელი ხაზი გადაკვეთილია. ბესო ხარძიანის შეკვეთილმა მკვლელობამ ნათლად აჩვენა, რომ ხელისუფლებაც და საზოგადოებაც უმძიმესი არჩევანის წინაშე დგას: ან აქტიურად გაატაროს ანტიკრიმინალური ღონისძიებები, რაც საზოგადოებრივ უსაფრთხოებას განამტკიცებს, მაგრამ ამავდროულად ადამიანის უფლებების გარკვეულ შეზღუდვასთან იქნება დაკავშირებული (როგორც ტერორიზმთან ბრძოლის გამოცხადებას მოჰყვა დასავლეთში), ან წლობით, ნელ-ნელა აამაღლოს სამართალდამცავების კვალიფიკაცია ევროპულ დონემდე, სადაც პოლიცია მკაცრი საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშაც კი შეეჩვია ეფექტურ საქმიანოაბს. ამ არჩევანის გაკეთება ურთულესია: იტალიაში მაფია მოსპო დიქტატორმა მუსოლინიმ.

საქართველოში კრიმინალი წელში გატეხა ავტორიტარული და ქარიზმატული სტილის ლიდერმა სააკაშვილმა, ივანიშვილს კი გამოცხადებული აქვს ნელი, მაგრამ თანმიმდევრული ევროპიზაციის კურში, რომლის შედეგებს 15 წელიწადში დაინახავს (2030 წლამდე) საქართველო. უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია: საზოგადოებამ პოლიტიკური არჩევანის საფაური თავად უნდა გაიღოს"- წერს რჩეულიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ხარძიანს გუშინ საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ესროლეს. პიროვნება, რომელმაც ბიზნესმენს ესროლა, დანაშაულის ადგილას მოტოციკლით იმყოფებოდა და სახეზე შაფი ჩაფხუტი ეკეთა. აღნიშნულმა პიროვნებამ ოთხჯერ ესროლა ბესიკ ხარძიანს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბიზნესმენი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბესიკ ხარძიანი კომპლექს "კუს ტბის" მეპატრონე იყო. იგი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს პატიმრობაში იმყოფებოდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია