ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ლარი "დაიტირეს"

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ლარი "დაიტირეს"

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი, სახელწოდებით "დავტირით ლარს" გაიმართა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, არასამთარობო ორგანიზაცია "აპრიორის" წარმომადგენლის, ბესო შენგელიას განცხადებით, აქცია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაიგეგმა და მასში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობს.

აქციის მონაწილეები ლარის გაუფასურებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ. "22 წლიანი სიცოცხლის შემდეგ 2 წლიანი ავადმყოფობის შედეგად ლარი გარდაიცვალა", - განაცხადა ბესო შენგელიამ.

აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, გირშელ ბართაიამ კი აღნიშნა, რომ ლარის გაუფასურებაში დამნაშავე ბიძინა ივანიშვილი მის ხელისუფლებასთან ერთად უნდა წავიდეს მმართველობიდან. "მან მიიყვანა ამ ვითარებამდე ლარი. ლარი მოკვდა, გარდაცვლილია", - განაცხადა გირშელ ბართაიამ.

აქციაზე სიმბოლურად მიიტანეს კუბო, სადაც ქაღალდები ეყარა. აქციის მონაწილეები მოთქვამდნენ და დასტიროდნენ ეროვნულ ვალუტას. აქცია დაახლოებით 10-15 წუთს გაგრძელდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია