იტალიაში გარდაცვლილი თამუნა ტრაპაიძის საქართველოში გადმოსვენება სახელმწიფოს ხარჯებით მოხდება

იტალიაში გარდაცვლილი თამუნა ტრაპაიძის საქართველოში გადმოსვენება სახელმწიფოს ხარჯებით მოხდება

იტალიაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, 31 წლის თამუნა ტრაპაიძის საქართველოში გადმოსვენება სახელმწიფოს ხარჯებით მოხდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, მარი ნარჩემაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს საკონსულო გამოძიების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე დაუკავშირდა გარდაცვლილი თამუნა ტრაპაიძის ოჯახს და მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისი გადმოსვენება სახელმწიფოს ხარჯებით მოხდება. უწყებაში აცხადებენ, რომ ოჯახთან მუდმივი კონტაქტზე იქნებიან.

იტალიაში საქართველოს მოქალაქე, 31 წლის თამუნა ტრაპაიძე ძლიერი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. გავრცელებული ცნობით, თამუნა ტრაპაიძე ერთ-ერთ მოხუცთან მომვლელად მუშაობდა. ინტოქსიკაციის მიზეზად სახლში კედლების შეღებვა სახელდება.

როგორც იტალიური მედია წერს, მოხუცის მომვლელმა უამინდობის გამო შეღებილი ოთახები ვერ გაანიავა, რის გამოც მოიწამლა. ექიმთან წასვლა ვერ შეძლო იმის გამო, რომ დოკუმენტები არ ჰქონდა. ამიტომაც სახლის პირობებში გადაწყვიტა, რძე დაელია. წინასწარი ვერსიით, გოგონას მდგომარეობის გაუარესება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია, რაც ფატალურად დასრულა. გოგონა გარდაცვლილი თავად მოხუცმა იპოვა. გამოძიება დაწყებულია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია