ილია მეორე - ცოდვა ჯაჭვივითაა - ერთ ცოდვას მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე

ილია მეორე - ცოდვა ჯაჭვივითაა - ერთ ცოდვას მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე

ადამიანი ერთი მხრივ ძლიერია, თუმცა მეორე მხრივ სუსტი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესის თქმით, ადამიანის სისუსტე არის ის, რომ ადვილად ვარდება ცოდვაში.

"ადამიანი ერთი მხრივ ძლიერია, ის არის ხატება და მსგავსი ღვთისა. მეორე მხრივ, ადამიანი სუსტია, რადგან ძალიან ადვილად ვარდება ცოდვაში. ამიტომ, რთულია ადამიანის ცხოვრება", - აღნიშნა პატრიარქმა.

მისივე თქმით, ცოდვა ჯაჭვივით არის - ერთ ცოდვას მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე და ა.შ. "ამ ჯაჭვის დასასრული დიდხანს არ ჩანს ხოლმე. ამიტომ საჭიროა უფლის დახმარება, ძალა და მადლი. მოგვიახლოვდა აღდგომის დღესასწაული და ჩვენ შევთხოვთ, რომ წმინდად წარვსდგეთ ღვთის წინაშე", - ბრძანა ილია მეორემ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია