"კიბეზე როგორც კი დადგამს ფეხს, პირველივე საფეხურზე, იქვე ესვრიან" - იწინასწარმეტყველა თუ არა ლელა კაკულიამ ხარძიანის მკვლელობა

"კიბეზე როგორც კი დადგამს ფეხს, პირველივე საფეხურზე, იქვე ესვრიან" - იწინასწარმეტყველა თუ არა ლელა კაკულიამ ხარძიანის მკვლელობა

ცოტა ხნის წინ, წინასწარმეტყველმა ლელა კაკულიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე კიდევ ერთ მკვლელობაზე დაწერა, რომელიც მისი თქმით, მომავალში უნდა მომხდარიყო. კაკულია ამბობდა, რომ ეს შურისძიების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა იქნება:

"ვხედავ ერთი პიროვნების სიკვდილს. ეს ბანკირია. მას, კიბეზე როგორც კი დადგამს ფეხს, პირველივე საფეხურზე, იქვე ესვრიან. ეს არის შურისძიება, რაც საბანკო საქმეებთან იქნება დაკავშირებული. ეს ძალიან საშიშია. ვხედავ, ადამიანები ვეღარ აკონტროლებენ საკუთარ ემოციებს, ვერ აფასებენ საკუთარ მდგომარეობას და ფიქრობენ, გაჭირვებას შურისძიებით გაუმკლავდნენ. შურისძიება თითქოს მეტად ღრმად იდგამს ფესვებს საქართველოში; თითქოს ყველას ერთი პასუხი აქვს: "მთავრობამ არ დასაჯა დამნაშავეები. ჩვენ ყველამ მიგვატოვა!". ამ თემაზე არაერთხელ მაქვს ნაწინასწარმეტყველები რვა-ათი წლის წინ.

მოკლედ, მდგომარეობა ძალიან დაიძაბება და გართულდება. მთავრობა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება. ვინ რას აკეთებს, ღმერთმა უწყის. არ იდგმება ისეთი პოლიტიკური ნაბიჯები, რომლებიც ხალხს შედეგს დაანახებდა და მომავლის იმედს მისცემდა. "გამოსავალი არ არსებობს!" – ასეთია ხალხის განწყობა, რაც ძალზე სახიფათოა. თუ მთავრობამ ცვლილებები არ შეიტანა საკუთარ ქმედებებში, ანუ არ დაიწყო მართლა მოქმედება, მათ დიდი პოლიტიკური ჩავარდნები ელით. გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია, ხალხი მთავრობას უარყოფს. ფრთხილად!!!

ვხედავ, გახმაურებული მკვლელობები ისევ გაგრძელდება. გამოძიების პასუხები კი იქნება სულ ერთი და იგივე: " ვმუშაობთ, ვიძიებთ!" და ამას ბოლო არ აქვს" - აცხადებდა კაკულია.

იხილეთ ასევე "ვხედავ ბანკირის სიკვდილს" - ლელა კაკულია მომავალ მკვლელობას დეტალებში აღწერს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია