როგორ შეხვდა ივანიშვილის გადაცემის კრიტიკას არჩილ გამზარდია

როგორ შეხვდა ივანიშვილის გადაცემის კრიტიკას არჩილ გამზარდია

''კვირის 2030''-ის ეთერში გასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში ''ჯიდიესის'' ახალი გადაცემის აქტიური განხილვა დაიწყო და რასაკვირველია, კრიტიკოსებიც გამოჩნდნენ. შეგახსენებთ, რომ კვირის დღეებში, შაბათის გარდა, გადაცემას მაკა ცინცაძე უძღვება, ხოლო კვირაობით - შემაჯამებელ პროგრამას, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია.

- არჩილ, ვისგან მიიღეთ შეთავაზება და დიდხანს თუ იფიქრეთ, სანამ დათანხმდებოდით?

- შეთავაზება მივიღე პროდიუსერისგან, ვასილ მაღლაფერიძისგან, შემდეგ ბიძინა ივანიშვილსაც შევხვდი. საუბარი იყო არა მხოლოდ გადაცემაზე, არამედ საზოგადოება ''2030''-თან თანამშრომლობაზე. თითქმის მთელი თვე ვიფიქრე, სანამ დავთანხმდებოდი. ვყოყმანობდი იმის გამო, რომ რამდენიმე წელია, საზოგადოების ნაწილი მიცნობს, როგორც საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტს. ჩემი იმიჯი მაქვს. მეშინოდა ჩემი თავისუფლების დაკარგვის, ვინაიდან ორგანიზაციულ სივრცეში ასეთი ტიპის მუშაობას გადაჩვეული ვარ. მაქვს საკუთარი ორგანიზაცია, ვარ ლექტორი, მაქვს პორტალი და ა.შ.

მეორე მხრივ, ამ საზოგადოებაში გაწევრებამ იმით დამაინტერესა, რომ აქ ჩემთან ერთად ბევრი ადამიანია, სხვადასხვა მიმართულების დარგობრივი სპეციალისტი და საუბარია ერთიან მუშაობაზე. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ივანიშვილი დამფუძნებელია და მასზე ვმუშაობთ, არამედ იმაზე, რომ მან იმუშაოს ჩვენთან ერთად. ეს არის თანამონაწილეობითი პროცესი, სადაც ერთიანი პოზიცია იქმნება და არა ერთი პირის მოსაზრებების რეალიზაცია.

რაც შეეხება გადაცემის წაყვანას, მე ვარ ანალიტიკოსი და გადაცემა განსხვავებულია სწორედ იმით, რომ მას აკეთებს არა ნიუსმეიკერი, ჟურნალისტი, არამედ ანალიტიკოსი, რომელსაც აქვს თავისი პოზიცია საკითხებსა და მიმდინარე პროცესებთან მიმართებით. აქამდეც ვაცნობდი საზოგადოებას ჩემს მოსაზრებებს, ახლა კი გადაცემის საშუალებით მოვახერხებ ამას. არც ისე ხანდაზმული ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში არ იყოს სიახლეების ადგილი. წლების წინ რადიოწამყვანი გახლდით, ტელეგადაცემა არასდროს წამიყვანია. კამერასთან მუშაობა, როგორც რესპონდენტისთვის, ჩემთვის სიახლე არ ყოფილა. სიახლე ისაა, რომ თავად ვსვამ შეკითხვებს.

იმის გამო, რომ გადაწყვეტილება გვიან მივიღე, ერთადერთი საპილოტე ჩაწერის შემდეგ დავჯექი ეთერში. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით, არ იყო ურიგო. უხერხულობა არ მქონია, ერთადერთი სირთულე იყო ის, რომ ჯანმრთელობის პრობლემის გამო - ფილტვების ანთებამ ქრონიკული ხველება დამიტოვა, ორიენტირებული ვიყავი, ეთერში ხველა არ ამტყდომოდა (იღიმის).

- იმიჯიც შეგიცვლიათ.

- არც იმდენად, მხოლოდ მოწესრიგების კუთხით. ამაზე იმიჯმეიკერთა გუნდი მუშაობდა, ჩემთან ერთად, ცხადია. საეთეროდ მოვწესრიგდი და უფრო აკადემიურ ჩარჩოში წარმოვადგინე საკუთარი თავი. მოვირგე კოსტიუმი, რაც მანამდეც იყო ჩემს გარდერობში, მაგრამ ძალიან იშვიათად.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია